воскресенье, 24 августа 2025 г.

ვებინარი:"AI საფუძვლები - აღჭურვე ინსტრუმენტებით შენი AI"

2025 წლის 22 აგვისტოს , Webinar View -ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე "AI საფუძვლები - აღჭურვე ინსტრუმენტებით შენი AI"

სპიკერი: ლაშა ჭიტაძე, AI აკადემიის ტუტორი




https://www.teachshare.com/ 



среда, 20 августа 2025 г.

ვებინარი: "გამოიყენე ChatGPT ეფექტურად"

2025 წლის 20 აგვისტოს , Learn AI-ს მიერ Google Meet- ის პლატფორმაზე  ჩატარდა ვებინარი თემაზე  "გამოიყენე ChatGPT ეფექტურად"

ვებინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

გაკვეთილის გეგმის შექმნა: მიაწოდეთ თემა, კლასი და ხანგრძლივობა, AI კი დაგიგენერირებთ გაკვეთილის სტრუქტურას, მიზნებს, აქტივობებსა და შესაფასებელ კრიტერიუმებს.

❓ ტესტებისა და ქვიზების შედგენა: დაივიწყეთ კითხვების მოფიქრებაზე დახარჯული საათები. უბრალოდ ატვირთეთ მასალა და მიიღეთ მრავალფეროვანი კითხვები პასუხებითურთ.

📊 რთული მასალის გამარტივება: რთული სამეცნიერო სტატიის ან ისტორიული ტექსტის ადაპტირება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის? ეს უკვე ორიოდე წუთის საქმეა.

✉️ კომუნიკაციის ავტომატიზაცია: მშობლებთან, სტუდენტებთან თუ ადმინისტრაციასთან გასაგზავნი მეილების პროფესიონალური შაბლონების მომზადება.



ინტერაქტიული სასწავლო მასალების შექმნა NotebookLM-ით: წყაროების
ანალიზი და შეჯამება.
უნიკალური ვიზუალური მასალის შექმნა: ილუსტრაციები ისტორიისთვის,
დიაგრამები მეცნიერებისთვის, პერსონაჟები ლიტერატურისთვის
Midjourney
DALL-E 3
Imagen 4


четверг, 31 июля 2025 г.

ვებინარი: ტექნოლოგიების გავლენის კრიტიკული ასახვა განათლებაზე


 2025 წლის 31ივლისს, თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე: 

 ტექნოლოგიების გავლენის კრიტიკული ასახვა განათლებაზე

💬 ვებინარის სამუშაო ენა: ინგლისური

🔁 უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი

💡 სპიკერი: ცელესტინუ მაგალიაეში 

📌 ასისტენტ-პროფესორი, პიაჟეს ინსტიტუტი (პორტუგალია)

📌 ჰიბრიდული სწავლების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

📌 დოქტორანტი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მიმართულებით

📌 მკვლევარი მინიოს უნივერსიტეტსა და INSIGHT კვლევით ცენტრში

📌 ავტორი ციფრული კეთილდღეობის, AI-ს, VR-ის, gamification-ის, flipped learning-ისა და საგანმანათლებლო რობოტიკის თემებზე! 

📚 ვებინარში გაჟღერდა ინსპირაციული ხედვები, ბოლო კვლევების მიმოხილვა და რეალური პრაქტიკული მიდგომები 







четверг, 24 июля 2025 г.

ვებინარი: ციფრული რევოლუცია საქართველოში

 2025 წლის 24 ივლისს,  თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი : 

"ქუთაისში რაღაც უცნაური ხდება"...

📌 თემა:  „რეროს“ ციფრული რევოლუცია საქართველოში: თამაშთა ინდუსტრიისა და გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიის პრეცედენტები

🎙 სპიკერი: ბექა იობიძე

კომპიუტერული ინჟინერი

“რეროს” მმართველი პარტნიორი

აუდიო/ვიზუალური დეველოპერი

აკადემიური გამომცემლობა „მდევარის“ რედაქტორი

საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის მკვლევარი და ლექტორი

🌍 ვებინარზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

▪️ როგორ იქმნება თამაშები, რომლებიც თანამედროვე ქართული კულტურის მატარებელია

▪️ როგორ გამოიყენება AR ტექნოლოგიები ახალი თაობებისთვის შთაგონებად

▪️ როგორ ხდება ქართული ინდუსტრიის გლობალურ კონკურენციაში ჩართვა

▪️ რა გზით შეიძლება ხელოვნებამ, ტექნოლოგიამ და განათლებამ ერთად შექმნას მომავალი

🚀 ქართულ თამაშთა ინდუსტრიის ისტორიული მომენტი:

“რეროს” მიერ შექმნილი თამაში „ოდისეა: საქუთაისო“

🇬🇪 პირველი ქართული თამაში, რომელიც CEEGA 2024-ის ფინალისტი იყო — ნომინაციაში „საუკეთესო სატელეფონო თამაში“ ევროპაში!

ახლა კი მოიგო კიდევ ერთი პრესტიჟული ნომინაცია – BLON 2025-ის Aware Games Awards-ის ლაურეატია!

🏆 დაჯილდოება გაიმართება 11 სექტემბერს, ლიტვაში — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული აღიარება ქართული თამაშის წარმატებისთვის! 🇬🇪✨

🎮 სამი ნაწილი, სამი მხატვრული სტილი, სამი მუსიკალური ენა — ერთი უნიკალური გამოცდილება ქუთაისის ისტორიაზე და ემოციურ მოგზაურობაზე

📲 განხილულ იქნა შემდეგი აპლიკაციები:

App Store: https://rb.gy/lhtw7t 

Play Store: https://rb.gy/w9kcyd 

✨ თვალთმატკბობელი ხელოვნებით სახეების გადასაბადრად, „ჩიორა“ უნდა ითამაშო

💫 ეს არის ნაზად მოქსოვილი ვიზუალური პოეზია, რომელიც ავთენტური ფოლკლორის თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს

📲 ჩიორა ხელმისაწვდომია:

Google Play Store: https://rb.gy/eopn2 

App Store: https://rb.gy/8zqug 




вторник, 15 июля 2025 г.

ვებინარი: Business x AI: რეალური ხედვები

 

2025 წლის 15 ივლისს , იმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე:
Business x AI: რეალური ხედვები (Business x AI: Real Insights) , რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს ბიზნესისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ჭრილში.

🌍 გლობალური ხედვები, ქეისები და გამოცდილება, რომელიც მიღებულია ნიუ-იორკისა და ლონდონის AI სამიტებზე, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.

💡 ვებინარზე განხილულ იქნა:
  • კონკრეტული Use Case-ები — Nvidia, IBM, JP Morgan და სხვა ლიდერების მაგალითებზე
  •  რა არის დღეს მთავარი ტრენდები ხელოვნურ ინტელექტში, საერთაშორისო ტენდენციები და სტრატეგიული მიმართულებები
  • როგორ იყენებენ AI-ს გლობალური კომპანიები ოპერაციებში, პროდუქტებში და სტრატეგიებში
  • რატომ არის AI არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ციფრული ტრანსფორმაციის ძრავა
📌შეხვედრაზე მუკა ალავიძემ გაგვიზიარა პირადი გამოცდილება, რომელიც მან მიიღო ლონდონისა და ამერიკის წამყვან AI სამიტებზე
🔎 მან ისაუბრა, რას ამბობენ გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე, როგორ ხედავენ მის განვითარებას და როგორ ნერგავენ ყოველდღიურ საქმიანობაში

🎙️ სპიკერი: მუკა ალავიძე
📌 პროექტების მენეჯერი — თიბისი ბანკი
📌 ლექტორი — თიბისი ბიზნეს აკადემია (Technology and Digital Transformation)
📌 ლექტორი — BTU (Technology Entrepreneurship)



понедельник, 14 июля 2025 г.

ვებინარი: სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები

2025 წლის 14 ივლისს, თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი, რომელსაც უძღვებოდა საერთაშორისო მსოფლიო დონის ტრენერი — Alastair Grant! 🎤

ალასტერი მასწავლებელთა გამოცდილი-საერთაშორისო  ტრენერია, რომელიც ხელმძღვანელობს Cambridge Delta დიპლომურ პროგრამებს International House-ის ქსელში, ასევე მუშაობს ბუენოს აირესის განათლების სამინისტროში და არის არაერთი ინოვაციური პროექტის ავტორი, მათ შორის Together for Ukraine.

🎯 ვებინარზე განხილულ იქნა თემები, როგორიცაა:
🔹 ინკლუზიური სწავლების სტრატეგიები
🔹 თანამედროვე საკლასო მენეჯმენტი
🔹 მოტივაციის ახალი გზები
🔹 კრიტიკული აზროვნების როლი სწავლების პროცესში
🔹 განათლების მეცნიერება — კრიტიკული ხედვით



понедельник, 30 июня 2025 г.

შეხვერდა: „ინტელექტი პასუხისმგებლობით – AI საზოგადოებაში“

მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის დღე აღინიშნება 16 ივლისს,  ამ თემაზე პროფესიული და საზოგადოებრივი დიალოგი დაიწყო 30 ივნისს!

2025 წლის 30 ივნისს,  Microsoft Teams-ის პლატფორმაზე ჩატარდა შეხვერდა:  „ინტელექტი პასუხისმგებლობით – AI საზოგადოებაში“

დისკუსია  მიეძღვნა იმ სისტემურ ცვლილებებს, რასაც AI იწვევს სამართალში, განათლებაში, კიბერუსაფრთხოებასა და ენების განვითარებაში.

🎙 სპიკერები და თემები:

🔹 ზვიად გაბისონია – სამართლის დოქტორი, განათლების AI-ექსპერტი

„AI-ის სახელმწიფო რეგულირების ტენდენციები და საქართველო“

🔹 რატი სხირტლაძე – კავკასიის უნივერსიტეტის AI პროგრამის ხელმძღვანელი

„მწირრესურსიანი ენები და მათი გამოწვევები“

🔹 მაქსიმ იავჩი – კიბერუსაფრთხოების პროფესორი

„ხელოვნური ინტელექტის კიბერუსაფრთხოება“

🔹 სანდრო ასათიანი – GeoLab / UniLab დამფუძნებელი, განათლების ექსპერტი

„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

🔹 გიგი გიორგაძე – AI ასოციაციის დამფუძნებელი/თავმჯდომარე

„AI ტექწარმოება საქართველოში“

👩‍💼 მოდერატორი: თეა მეფარიშვილი – ააიპ „საგანმანათლებლო ტექნოლოგიის“ დამფუძნებელი

🎯 თითოეულ თემას მოჰყვა პანელური დისკუსია.