среда, 2 сентября 2026 г.

2026 წლის 2 სექტემბერს,  ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი და პრაქტიკული ონლაინ ვორქშოპი თემაზე:  AI ხელსაწყოები განათლებასა და კვლევაში. 

ვებინარზე განხილულ იქნა AI-ს უახლესი შესაძლებლობები და ფუნქციები, რომლებიც უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში — გაკვეთილის დაგეგმვისა და სასწავლო მასალის შექმნიდან დიფერენცირებამდე, ინტერაქტიულ სწავლებამდე, შეფასებასა და უკუკავშირამდე.

ასევე გავეცანით არა მხოლოდ იმას თუ რა შეუძლია AI-ს, არამედ როგორ გარდაიქმნება ეს შესაძლებლობები კონკრეტულ შედეგებად: ნაკლები რუტინული სამუშაო, მეტი დრო მოსწავლეებისთვის და უფრო საინტერესო, პერსონალიზებული და ეფექტური სასწავლო გამოცდილება.

უკვე არსებობს ხელსაწყოები და ერთიან სივრცეში გაერთიანებული შესაძლებლობები, სადაც შეგვიძლია შექმნათ, დავამუშაოთ, გარდაქმნათ, გავამდიდროთ, პერსონალიზებული გავხადოთ და შევაფასოთ სასწავლო მასალა — სხვადასხვა პროგრამას შორის მუდმივი გადართვის გარეშე. AI-ის შესაძლებლობები უკვე პირდაპირ ჩვენთვის ნაცნობ სამუშაო გარემოშივეა ჩაშენებული.

ვებინარზე გავეცანით თუ რა შეიცვალა და რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, როგორ მუშაობს ეს ფუნქციები და, რაც მთავარია, რა რეალურ შედეგს მივიღებთ მათი გამოყენებით:

✨ ნაკლები რუტინული სამუშაო

✨ უფრო სწრაფად შექმნილი სასწავლო რესურსები

✨ სხვადასხვა დონის მოსწავლეზე მორგებული მასალა

✨ ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლება

✨ ახალი გზები შეფასებისა და უკუკავშირისთვის

✨ და ისეთი შესაძლებლობები, რომელთა არსებობაც შესაძლოა ჯერ არც კი ვიცოდეთ.

სპიკერი: პროფესორი ცირა ბარბაქაძე

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

🎓 მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

🏫 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

✍️ მწერალი, განათლების მრჩეველი

🗣️ ეფექტური კომუნიკაციის მკვლევარი და ექსპერტი

🤖 ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტების კომუნიკაციის სპეციალისტი

📖 20-მდე წიგნის ავტორი

📝 სამეცნიერო ჟურნალ "სემიოტიკის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი

🎪 სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი

🚀 არაერთი სამეცნიერო და სტუდენტური პროექტის ავტორი

https://claude.ai/ (სქილების შექმნა)

Google Antigravity 







საინფორმაციო შეხვედრა "ციფრული წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტი"

2026-2027 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის “ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი” ეფექტიანად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტმა, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან ერთად 2026 წლის 2 სექტემბერს ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა "ციფრული წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის" არჩევით კურსთან დაკავშირებით. 

Შეხვედრა ონლაინ ფორმატში  (MS Teams) პლატფორმაზე გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ის მასწავლებლები, რომლებიც აღნიშნული კურსის სწავლებას გეგმავენ. 

შეხვედრის სპიკერები:

მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

გიგი გიორგაძე - ექსპერტი, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.

ხანგრძლივობა:2 სთ

Შეხვედრის ფარგლებში "ციფრული წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის" არჩევით კურსთან დაკავშირებით შემდეგი საკითხები იქნა განხილული:

1. სწავლების ორგანიზება და ფორმატი - კურსის ადგილი საბაზო და საშუალო საფეხურის სასწავლო ბადეში (სამიზნე კლასები, საათობრივი დატვირთვა, საგნობრივ ჯგუფთან მიკუთვნებულობა)

2. სტანდარტი

3. Მასწავლებლების დამხმარე რესურსები/მხარდამჭერი აქტივობები


четверг, 6 августа 2026 г.

ვებინარის -AI ხელსაწყოები განათლებაში

2026 წლის 6 აგვისტოს, Zoom - ის შედგა ვებინარი თემაზე - AI ხელსაწყოები განათლებაში . განხილულ იქნა მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება განათლებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მასწავლებელებისთვის .

სპიკერი: ცირა ბარბაქაძე.

შეხვედრის ჩანაწერი



Gemini -ის გამოყენებით შექმნილი ჩემი პორტფოლიო

სასარგებლო ბმული 

Brisk Teaching 

Brisk Teaching - уникальное расширение Chrome с искусственным интеллектом

Использование ИИ Brisk Teaching для создания учебных материалов

Инструменты искусственного интеллекта для школ - Brisk Teaching



понедельник, 22 июня 2026 г.

სომხეთის სამხედრო ლიცეუმის კადეტების ვიზიტი

2026 წლის 22 ივნისს ლიცეუმში სტუმრობდნენ სომხეთის სამხედრო ლიცეუმის კადეტები. მათ ქიმიკოსთა კლუბის კადეტებმა წარუდგინეს ქიმიური ექსპერიმენტები. 





ღია კარის დღე - 2026

2026 წლის 11 ივნისს ქიმიკოსთა კლუბი "კადეტების" წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის ღია კარის დღის აქტივობებში. მათ დამთვალიერებლებს წარუდგინეს მრავალფეროვანი ქიმიური ექსპერიმენტები. 















მე-15 გამოშვება

 2026 წლის 5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.









XII-2 - ბოლო ზარი 2026

2026 წლის  20 მაისს ლიცეუმის კლუბში ჩატარდა XII-2 სასწავლო ჯგუფის ბოლო ზარი.