2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები
2013 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები (შემოდგომა)
2014 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები (16 ივნისი)
2015 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები
კონკურსები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის
ბლოგების კონკურსი "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"
შერჩეულ იქნა საუკეთესო 10 ბლოგს შორის
2015 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები
2016 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები
2017 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები (22 ივნისი)
კონკურსები
1. გუნდურ–ინტეგრირებული პროექტების კონკურსი, II ხარისხის დიპლომი, 2007 წელი
2. გუნდურ–ინტეგრირებული პროექტების კონკურსი, სიგელი, 2008 წელი
3. კონკურსი "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე", გამარჯვებული, 2009 წელი
4. ეკონომიკის IV სასკოლო ოლიმპიადა, სიგელი, I ადგილი, 2008 წელი
5. ეკონომიკის V სასკოლო ოლიმპიადა, სიგელი, III ადგილი, 2009 წელი
7. სამადლობელი გზავნილი, ეკოლოგია, 2009 წელი
8. 2013 წლის 67-ე მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სექციაში, სიგელი
9. 2014 წლის 68-ე მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია
10. 2014 წლის 14 აპრილი, მოსწავლეთა სამეცნიერო თეორიული კონფერენცია მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებზე, საპატიო სიგელი, სიგელი
2014 წლის 14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღის აღსანიშნავად ჩატარდა მოსწავლეთა სამეცნიერო–თეორიული კონფერენცია მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა ლევან ვაწაძემ XII2 და ნიკო
ქვაცაბაიამ XI3, რომლებმაც კონფერენციაზე წარადგინეს თემა "ბარბარიზმებისა და სოციალური ქსელის გავლენა წერასა და მეტყველებაზე"
(ხელმძღვანელები: ელენე კოხრეიძე, ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე). კადეტები დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელით აკაკი წერეთლის
სახელობის უნივერსიტეტის რექტორისა და სიგელით
მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მიერ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა რუსუდან
საღინაძემ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა საკუთარი წიგნები სალიტერატურო ენის ნორმირების საკითხები და
ძველი ქართული ენა (V-XI საუკუნეები)
2015 წლის 13-14 მარტს „ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა „მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო „ევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, ამერიკული საბჭოების, ბრიტანეთის საბჭოს, და „English Book in Georgia”-ს მიერ. კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს საქართველოში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები, ამასთან, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები გაიცნობენ ნიჭიერ, შემოქმედ თანატოლებს, მიიღებენ გამოცდილებას; გაჩნდება მომავალში ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების პერსპექტივა.
მე–10 კლასის მოსწავლემ გიორგი გაფრინდაშვილმა კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი "გამოჩენილი ადამიანები – დავით სარაჯიშვილი" . პროექტმა მოწონება დაიმსახურა. გიორგი გაფრინდაშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით, წიგნებით და ენის შემსწავლელი ორკვირიანი სასწავლო კურსით თბილისში, ორგანიზაცია Unique Learning -ის საზაფხულო სკოლაში.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასის კადეტებმა შოთა ბასარიამ, დიმიტრი ენუქიძემ, გივი ლოლუამ, ლუკა
ბრეგვაძემ და გურამ დარცმელიძემ მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის გამოწვევის
ფონდის მიერ ათასწლეულის ინოვაციის
კონკურსში საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსზე წარდგენილი ჰქონდათ პროექტი „გადაარჩინე ხე - აჩუქე ქაღალდს მეორე სიცოცხლე“.
კადეტებს კონკურსში
მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები.
კონკურსი
განხორციელდა აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან, აშშ-ის კონრადის ფონდთან და აშშ-ის მშვიდობის
კორპუსთან თანამშრომლობით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება
ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში
და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.
III Московский фестиваль "Adobe: Голоса Молодых-2015".
2015 წლის 29 აპრილს ჩატარდა მედიაპროექტების მოსკოვის III ფესტივალი "Adobe: ახალგაზრდული ხმა - 2015". ფესტივალზე გუნდმა „კადეტები“ (შოთა ბასარია, დიმიტრი ენუქიძე, გივი ლოლუა, ლუკა ბრეგვაძე და გურამ დარცმელიძე,ხელმძღვანელი – ეკა მურუსიძე) წარადგინეს მედიაპროექტი „გადაარჩინე ხე“ – „Сохрани дерево“.
გუნდის ყველა წევრი და ხელძღვანელი ფესტივალის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
МОЛОДЕЖНЫЙ AYV-BELARUS МЕДИАФЕСТИВАЛЬ
"ГОЛОСА МОЛОДЫХ ЗА УСТОЙЧИВОЕ РАЗВИТИЕ - 2015"
Медиафестиваль AYV-2015
2015
წლის 31 მაისს საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა მეორე რესპუბლიკური
კონფერენცია "ქიმია ხვალ-2015"
, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს X1 კლასის კადეტებმა გიორგი ინჯგიამ და დავით
ცოცხალაშვილმა (მასწავლებელი ეკა
მურუსიძე). მათ კონფერენციაზე წარადგინეს თემა „Agent Orange“, რომელმაც ჟიურისა და
დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება ხვდა წილად. ისინი დაჯილდოვდნენ I ხარისხის დიპლომით,
ტურისტული კომპანია “TOBA TRAVEL” - ის საგზურით, საპატრიარქოსა და „ქართული
სასწავლებლის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით : CD - ილია II, გალობანი, წმინდა კირილე იერუსალიმელი და ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები. მიიღეს მოწვევა საზაფხულო სკოლაში.
კონფერენცია
ორგანიზებული იყო საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის "ქართული სასწავლებელი“, სერვანტესის
სახელობის გიმნაზია აია-GESS და თბილისის 155-ე, 6-ე საჯარო სკოლის მიერ და მიზნად
ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას,
აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას,
მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის
მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით
პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო
დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციისადმი ხელისშეწყობას.
შერჩეულ იქნა საუკეთესო 10 ბლოგს შორის
2016 წლის 18-19 მარტს „ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა „მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო „ევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოებისა და „English Book in Georgia”-ს მიერ.
კონფერენციის მიზანია:თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები, ამასთან, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები გაიცნობენ ნიჭიერ, შემოქმედ თანატოლებს, მიიღებენ გამოცდილებას; გაჩნდება მომავალში ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების პერსპექტივა.
მე–10 კლასის მოსწავლემ გრიგოლ ვერულაშვილმა კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი "საქართველო – ევროპული ოჯახის წევრი" . პროექტს მეორე ადგილი ხვდა წილად და გრიგოლ ვერულაშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსი + TOEFL-ის გამოცდა თბილისში, პრიზი დაწესებულია „English Book in Georgia”-ს მიერ .
Комментариев нет:
Отправить комментарий