среда, 2 сентября 2026 г.

2026 წლის 2 სექტემბერს,  ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი და პრაქტიკული ონლაინ ვორქშოპი თემაზე:  AI ხელსაწყოები განათლებასა და კვლევაში. 

ვებინარზე განხილულ იქნა AI-ს უახლესი შესაძლებლობები და ფუნქციები, რომლებიც უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში — გაკვეთილის დაგეგმვისა და სასწავლო მასალის შექმნიდან დიფერენცირებამდე, ინტერაქტიულ სწავლებამდე, შეფასებასა და უკუკავშირამდე.

ასევე გავეცანით არა მხოლოდ იმას თუ რა შეუძლია AI-ს, არამედ როგორ გარდაიქმნება ეს შესაძლებლობები კონკრეტულ შედეგებად: ნაკლები რუტინული სამუშაო, მეტი დრო მოსწავლეებისთვის და უფრო საინტერესო, პერსონალიზებული და ეფექტური სასწავლო გამოცდილება.

უკვე არსებობს ხელსაწყოები და ერთიან სივრცეში გაერთიანებული შესაძლებლობები, სადაც შეგვიძლია შექმნათ, დავამუშაოთ, გარდაქმნათ, გავამდიდროთ, პერსონალიზებული გავხადოთ და შევაფასოთ სასწავლო მასალა — სხვადასხვა პროგრამას შორის მუდმივი გადართვის გარეშე. AI-ის შესაძლებლობები უკვე პირდაპირ ჩვენთვის ნაცნობ სამუშაო გარემოშივეა ჩაშენებული.

ვებინარზე გავეცანით თუ რა შეიცვალა და რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, როგორ მუშაობს ეს ფუნქციები და, რაც მთავარია, რა რეალურ შედეგს მივიღებთ მათი გამოყენებით:

✨ ნაკლები რუტინული სამუშაო

✨ უფრო სწრაფად შექმნილი სასწავლო რესურსები

✨ სხვადასხვა დონის მოსწავლეზე მორგებული მასალა

✨ ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლება

✨ ახალი გზები შეფასებისა და უკუკავშირისთვის

✨ და ისეთი შესაძლებლობები, რომელთა არსებობაც შესაძლოა ჯერ არც კი ვიცოდეთ.

სპიკერი: პროფესორი ცირა ბარბაქაძე

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

🎓 მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

🏫 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

✍️ მწერალი, განათლების მრჩეველი

🗣️ ეფექტური კომუნიკაციის მკვლევარი და ექსპერტი

🤖 ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტების კომუნიკაციის სპეციალისტი

📖 20-მდე წიგნის ავტორი

📝 სამეცნიერო ჟურნალ "სემიოტიკის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი

🎪 სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი

🚀 არაერთი სამეცნიერო და სტუდენტური პროექტის ავტორი

https://claude.ai/ (სქილების შექმნა)

Google Antigravity 







Комментариев нет:

Отправить комментарий