среда, 2 сентября 2026 г.

საინფორმაციო შეხვედრა "ციფრული წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტი"

2026-2027 სასწავლო წლიდან არჩევითი კურსის “ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი” ეფექტიანად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტმა, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან ერთად 2026 წლის 2 სექტემბერს ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა "ციფრული წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის" არჩევით კურსთან დაკავშირებით. 

Შეხვედრა ონლაინ ფორმატში  (MS Teams) პლატფორმაზე გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ის მასწავლებლები, რომლებიც აღნიშნული კურსის სწავლებას გეგმავენ. 

შეხვედრის სპიკერები:

მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

გიგი გიორგაძე - ექსპერტი, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.

ხანგრძლივობა:2 სთ

Შეხვედრის ფარგლებში "ციფრული წიგნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის" არჩევით კურსთან დაკავშირებით შემდეგი საკითხები იქნა განხილული:

1. სწავლების ორგანიზება და ფორმატი - კურსის ადგილი საბაზო და საშუალო საფეხურის სასწავლო ბადეში (სამიზნე კლასები, საათობრივი დატვირთვა, საგნობრივ ჯგუფთან მიკუთვნებულობა)

2. სტანდარტი

3. Მასწავლებლების დამხმარე რესურსები/მხარდამჭერი აქტივობები


Комментариев нет:

Отправить комментарий