ლიცეუმში პროექტის - „STEM კლუბი“ ფარგლებში სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა.
გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში კადეტები გაეცნენ სამეგრელოს მხარის ფლორას, შეისწავლეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, ასევე, პროექტის მონაწილეები იმყოფებოდნენ ზუგდიდში არსებულ კერამიკულ სახელოსნოში -„Orkol Studio“, სადაც გაეცნენ კერამიკული ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიას, სამტრედიის რძის ქარხანაში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ნაყინის დამზადების შესახებ. მრავალფეროვანი გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში ნოქალაქევის ციხე-სიმაგრე და გოგირდის წყლებიც მოინახულეს.
პროექტი, კლუბური მუშაობის ფარგლებში, საგნების: ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით ხორციელდება. მასში მონაწილეობდა პირველი და მეორე სასწავლო კურსის 20 კადეტი. პროექტს ხელმძღვანელობენ პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ნესტან ბანცაძე, დარეჯან კიკვაძე და ია დანელია.