კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან პროგრამა eTwinning-თან აქტიური თანამშრომლობისათვის სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი მიიღო.
Мой список блогов
a
- მთავარი გვერდი
- სარჩევი
- ჩემ შესახებ
- საგაკვეთილო პროცესი
- პროექტზე დაფუძნებული სწავლება
- ისტ-ის გამოყენება
- LearningApp
- სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა
- მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება
- MIE Expert
- თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე
- მოსწავლეთა მიღწევები
- თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- AI და განათლება
- ჩემი ბლოგები
- მეგობრების ბლოგები
- ფოტოგალერეა
- სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
четверг, 30 ноября 2023 г.
eTwinning-ი 10 წლისაა
пятница, 19 мая 2023 г.
კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი - 2023“
I და II სასწავლო კურსის კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაში - ,,ოქროს რიცხვი - 2023“, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ლიცეუმის ,,ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის“ კადეტებმა პოსტერები შექმნეს და სტენდური მოხსენების სახით ხუთი თემა წარადგინეს: ,,ქიმიკოსები გვირჩევენ“, ,,ქიმია სამხედროთათვის“, ,,ბუნების საოცრება”, ,,საკვები და კალორიები“, ,,ზოგიერთი კარსტული მღვიმის წვეთოვანი წყლის ქიმიური შედგენილობის დადგენა”.
კონფერენციაზე კადეტთა კლუბის მიერ წარდგენილმა ხუთივე თემამ მოწონება დაიმსახურა. კადეტებმა ჟიურის რჩეული კლუბის წოდება მოიპოვეს და ორგანიზატორებისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
კადეტებს ლიცეუმის ქიმიის მასწავლებლები: ეკა მურუსიძე და ნესტან ბანცაძე ხელმძღვანელობდნენ.
კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი“ ორგანიზებულია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ. იგი მიზნად ისახავს ქიმიის პოპულარიზაციას და აღნიშნული საბუნებისმეტყველო დისციპლინით დაინტერესებულ მოსწავლეთა გამოვლენას.
четверг, 18 мая 2023 г.
eTwinning--ის პროექტების პრეზენტაცია და გამოფენა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლებმა და კადეტებმა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ითვინინგის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და გამოფენა მოაწყვეს.
пятница, 31 марта 2023 г.
გასვლითი გაკვეთილი
მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილები ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კადეტებისათვის ქიმიის, ბიოლოგიისა და რობოტექნიკის მასწავლებლებმა განსხვავებულ გარემოში ჩაატარეს გაკვეთილები.
თავდაპირველად კადეტები ესტუმრნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს, სადაც მასწავლებლებმა ნესტან ბანცაძემ და ეკა მურუსიძემ ჩაატარეს გაკვეთილი თემაზე: „ქიმია მედიცინასა და ფარმაცევტულ საქმიანობაში“. კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში, ასევე გაეცნენ მედიკამენტების დამზადების ტექნოლოგიას.
შემდეგი გაკვეთილისათვის კადეტებმა უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში გადაინაცვლეს. ბიოლოგიის მასწავლებელმა მზია გურულმა მუზეუმში წარმოდგენილი თვალსაჩინოების დახმარებით განიხილა ევოლუციის ეტაპები.
მოგვიანებით კადეტებისათვის რობოტექნიკის გაკვეთილი უნივერსიტეტის „FABLAB”-ის ლაბორატორიაში ჩატარდა. მასწავლებელმა გიორგი ჩაჩუამ კადეტებთან ისაუბრა ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე.
ლიცეუმს ჰყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, მათ შორის მენტორი და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სწავლების განსხვავებულ, თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.