მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილები ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კადეტებისათვის ქიმიის, ბიოლოგიისა და რობოტექნიკის მასწავლებლებმა განსხვავებულ გარემოში ჩაატარეს გაკვეთილები.
თავდაპირველად კადეტები ესტუმრნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს, სადაც მასწავლებლებმა ნესტან ბანცაძემ და ეკა მურუსიძემ ჩაატარეს გაკვეთილი თემაზე: „ქიმია მედიცინასა და ფარმაცევტულ საქმიანობაში“. კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში, ასევე გაეცნენ მედიკამენტების დამზადების ტექნოლოგიას.
შემდეგი გაკვეთილისათვის კადეტებმა უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში გადაინაცვლეს. ბიოლოგიის მასწავლებელმა მზია გურულმა მუზეუმში წარმოდგენილი თვალსაჩინოების დახმარებით განიხილა ევოლუციის ეტაპები.
მოგვიანებით კადეტებისათვის რობოტექნიკის გაკვეთილი უნივერსიტეტის „FABLAB”-ის ლაბორატორიაში ჩატარდა. მასწავლებელმა გიორგი ჩაჩუამ კადეტებთან ისაუბრა ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე.
ლიცეუმს ჰყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, მათ შორის მენტორი და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც სწავლების განსხვავებულ, თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.