კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან პროგრამა eTwinning-თან აქტიური თანამშრომლობისათვის სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი მიიღო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან აქტიური თანამშრომლობისათვის სერტიფიკატი მიიღო როგორც ლიცეუმმა, ასევე, ლიცეუმის მასწავლებლებმა: ეკა მურუსიძემ, ბესიკ მაჩიტაძემ, თათია მარდალეიშვილმა და დიანა ბოგვერაძემ.
ლიცეუმის მასწავლებლები 2013 წლიდან არიან ჩართული eTwinning-ის პროგრამაში და აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროექტს. პროექტებს მინიჭებული აქვთ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნები.