II სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის კადეტები გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდნენ ჟიული შარტავას სახლ-მუზეუმში.
გაკვეთილის ფარგლებში კადეტებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალური მუზეუმი, გაეცნენ გმირის ცხოვრებას და მოღვაწეობას. პროექტის ფარგლებში კადეტებმა ასევე დაათვალიერეს სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
გაკვეთილი სადამრიგებლო პროექტის-„საქართველოს ეროვნული გმირი-ჟიული შარტავა“ ფარგლებში მასწავლებელ ეკა მურუსიძის მიერ ჩატარდა. პროექტი სამი საგანის: დაწყებითი სამხედრო მომზადების, ისტორიისა და მუსიკის ინტეგრირებით განხორციელდა.
პროექტის მიზანია კადეტებს განუვითარდეთ პრეზენტაციისა და თანამშრომლობის უნარები, გაუძლიერდეთ სამხედრო საქმისადმი სიყვარული და უკეთ გაეცნონ საქართველოს ეროვნული გმირების ცხოვრებას და მოღვაწეობას.