2026 წლის 10ოქტომბერს ZOOM - ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე:
SMART კლასები: AI-ით სწავლება + AI-ის სწავლება.
ვებინარი "SMART კლასი" აერთიანებდა ორ მიმართულებას:
🔹 AI-ით სწავლება — როგორ ჩავრთოთ ხელოვნური ინტელექტი საკუთარ საგანში ისე, რომ მოსწავლემ უკეთ ისწავლოს, იკვლიოს, იფიქროს, შექმნას და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს.
🔹 AI-ის სწავლება — რა და როგორ უნდა ასწავლოს AI-ის მასწავლებელმა. (სკოლებში უკვე შემოვიდა არჩევით საგნად) რა უნდა იცოდეს მოსწავლემ თავად ხელოვნური ინტელექტის შესახებ: როგორ ესაუბროს AI-ს, როგორ დაუსვას სწორი კითხვები, როგორ შეამოწმოს მისი პასუხები, როგორ გამოიყენოს პასუხისმგებლიანად და როგორ შექმნას AI-სთან ერთად და სხვა.
🎯 ვებინარზე განხილულ იქნა კონკრეტულ მაგალითები და SMART-დავალებები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა საგანში იქნას გამოყენებული — AI-ის დახმარებით კვლევა, დიალოგი, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, ვიზუალიზაცია და საკუთარი ციფრული პროდუქტის შექმნა.
💻 ფორმატი: პრაქტიკული ონლაინ ვორქშოფი
სპიკერი: ცირა ბარბაქაძე































