2025 წლის 28 თებერვალს, Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი "ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები" , სადაც განხილულ იქნა ენობრივი AI ინსტრუმენტების მნიშვნელობა, მათი ეფექტურად გამოყენების გზები სხვადასხვა მიმართულებაში და ქართული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, ენაგრამის, როლი მწირრესურსიანი ენების გაციფრულებისა და შენარჩუნებისათვის.
Мой список блогов
a
- მთავარი გვერდი
- სარჩევი
- ჩემ შესახებ
- საგაკვეთილო პროცესი
- პროექტზე დაფუძნებული სწავლება
- ისტ-ის გამოყენება
- LearningApp
- სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა
- მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება
- MIE Expert
- თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე
- მოსწავლეთა მიღწევები
- თანამშრომლობა კოლეგებთან, ცოდნის გაზიარება
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- AI და განათლება
- ჩემი ბლოგები
- მეგობრების ბლოგები
- ფოტოგალერეა
- სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
пятница, 28 февраля 2025 г.
ვებინარი "ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები"
ენაგრამის დამფუძნებელმა, რატი სხრიტლაძემ ისაუბრა შემდეგ თემებზე:
ხელოვნური ინტელექტის როლი ქართული ენის გაციფრულებასა და მწირრესურსიანი ენების გადარჩენაში;
ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენობრივი ხელსაწყოების პლატფორმა - enagram.ai და მისი გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა დარგში.
რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი/ აღმასრულებელი დირექტორი და ასევე, ენის მოდელირების ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე 2006 წლიდან. მას აქვს სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება: საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემთა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი; გაეროს Big Data Global Working Group-ის მობილური ტელეფონების მონაცემების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; კომუნიკაციების კომისიის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს საფონდო ბირჟის IT დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.
четверг, 27 февраля 2025 г.
AI ვებინარი
2025 წლის 27 თებერვალს, AI პროფესიონალებისთვის და დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩატარდა AI ვებინარი Google meet-ის პლატფორმაზე
მალხაზ სულაძემ და ავთანდილ მღებრიშვილმა განიხილეს, რა მოხდა LLM-ებში ბოლო თვეებში, როგორ შეცვალა DeepSeek-მა სტატუს ქვო და როგორია LLM-ების განვითარების პერსპექტივები.
воскресенье, 23 февраля 2025 г.
ვებინარი „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამუშაო პროცესში“
23 თებერვალს, 19:00-ზე, ჩატარდა ვებინარი თემაზე
„ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამუშაო პროცესში“
среда, 12 февраля 2025 г.
ვებინარი:“ინტერნეტი, მედია და ტექნოლოგიები”
კონსტანტინე სტალინსკის ვებინარი:
“ინტერნეტი, მედია და ტექნოლოგიები”
пятница, 7 февраля 2025 г.
ენაგრამის ტრენინგი
2025 წლის 7 თებერვალს, Teams- ის პლატფორმაზე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გუნდის მიერ ჩატარდა ტრენინგი:
"ენაგრამი/enagram-ინოვაციური ტექნოლოგია მასწავლებლებისთვის"
Подписаться на:
Комментарии (Atom)





