понедельник, 30 июня 2025 г.

შეხვერდა: „ინტელექტი პასუხისმგებლობით – AI საზოგადოებაში“

მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის დღე აღინიშნება 16 ივლისს,  ამ თემაზე პროფესიული და საზოგადოებრივი დიალოგი დაიწყო 30 ივნისს!

2025 წლის 30 ივნისს,  Microsoft Teams-ის პლატფორმაზე ჩატარდა შეხვერდა:  „ინტელექტი პასუხისმგებლობით – AI საზოგადოებაში“

დისკუსია  მიეძღვნა იმ სისტემურ ცვლილებებს, რასაც AI იწვევს სამართალში, განათლებაში, კიბერუსაფრთხოებასა და ენების განვითარებაში.

🎙 სპიკერები და თემები:

🔹 ზვიად გაბისონია – სამართლის დოქტორი, განათლების AI-ექსპერტი

„AI-ის სახელმწიფო რეგულირების ტენდენციები და საქართველო“

🔹 რატი სხირტლაძე – კავკასიის უნივერსიტეტის AI პროგრამის ხელმძღვანელი

„მწირრესურსიანი ენები და მათი გამოწვევები“

🔹 მაქსიმ იავჩი – კიბერუსაფრთხოების პროფესორი

„ხელოვნური ინტელექტის კიბერუსაფრთხოება“

🔹 სანდრო ასათიანი – GeoLab / UniLab დამფუძნებელი, განათლების ექსპერტი

„ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

🔹 გიგი გიორგაძე – AI ასოციაციის დამფუძნებელი/თავმჯდომარე

„AI ტექწარმოება საქართველოში“

👩‍💼 მოდერატორი: თეა მეფარიშვილი – ააიპ „საგანმანათლებლო ტექნოლოგიის“ დამფუძნებელი

🎯 თითოეულ თემას მოჰყვა პანელური დისკუსია.











воскресенье, 8 июня 2025 г.

ტრენინგი "ეკონომიკის სწავლება საგან მოქალაქეობაში"

2025 წლის 8 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა გამომცემლობა ,,სიდი“-სა და  ,,გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის” (აშშ) მიერ ორგანიზებული ტრენინგი "ეკონომიკის სწავლება საგან მოქალაქეობაში", რომელიც მხარდაჭერილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 

ტრენინგის სპიკერები: გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის (აშშ) ხელმძღვანელი და კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ ბროკი; ტეხასის, კოლორადოსა და სხვა ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორები; აშშ ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის (NCEE) ტრენერები - ენ ტეპოვიჩი , ქორი ჰუელსკამპი , დონნა მაქიაჩერა , ლორი დუმერერი,  მაჯულა გურუ ,დევიდ ლონგი.

ტრენინგის განრიგი







пятница, 6 июня 2025 г.

ღია კარის დღე ლიცეუმში

2025 წლის 5 ივნისს,  ლიცეუმში ტრადიციულად ჩატარდა ღია კარის დღე, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა- წარმოდგენილი იყო ქიმიური შოუ , ფიზიკისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტები.