суббота, 27 сентября 2025 г.

ვებინარი "ევროპის ენების დღე"

ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან, ევროკომისიასთან ერთად, ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება ევროპის ენების დღე.

ამ დღის ფარგლებში, 27 სექტემბერს 19:00–21:00 სთ-ზე, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე გაიმართა არაკომერციული ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობა და თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიების როლი ენის დაცვის პროცესში.

📣 შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

ზვიად გაბისონია – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

რატი სხირტლაძე – „ენაგრამის“ ენობრივი ტექნოლოგიის ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი.




пятница, 26 сентября 2025 г.

ქიმიკოსთა კლუბი, პოლონელი სტუმრები ლიცეუმში

2025 წლის 24 სექტემბერს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიცეუმის პარტნიორი სასწავლებლის, პოლონეთის ქალაქ პოზნანის სკოლა-კომპლექსის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ, კადეტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სასწავლო-შემეცნებით, ფიზიკურ და კულტურულ აქტივობებში, ასევე სამხედრო კომპონენტისგან შედგენილ შეჯიბრებებში. ლიცეუმში მოქმედმა ქიმიკოსთა კლუბის კადეტებმა მათ ჩაუტარეს ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებშიც თავადაც მიიღეს მონაწილეობა.





четверг, 25 сентября 2025 г.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026

კადეტები „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ გახსნის ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული შეჯიბრის გამარჯვებულები არიან.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრი გაიმართა ჭადრაკსა და გარბენში, სადაც კადეტებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ვაჟთა შორის გარბენში I საპრიზო ადგილი მოიპოვა კადეტმა ცოტნე ჯაკონიამ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი დავით ტყეშელაშვილი), ხოლო გოგონათა შორის I საპრიზო ადგილი მოიპოვა კადეტმა თეა ლომაძემ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი დავით ტყეშელაშვილი).
ჭადრაკში ვაჟებს შორის I საპრიზო ადგილი მოიპოვა კადეტმა დავით ბაღდოშვილმა (დამრიგებელი ქალთამზე მელქაძე, ინსტრუქტორი უფროსი სერჟანტი რამაზ დონდოლაძე) III საპრიზო ადგილი კადეტმა ვაჟა მუშკუდიანმა (დამრიგებელი თეა ქუთათელაძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი გიორგი ჯალაღანია და უფროსი სერჟანტი მირიან ჭანტურიძე, ხოლო გოგონათა შორის III საპრიზო ადგილზე გავიდა კადეტი ანასტასია აბრამიძე (დამრიგებელი ბელა აკობიძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი ლაშა გიორგაძე და სერჟანტი დავით ჩაკვეტაძე).
გამარჯვებული მოსწავლეები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
კადეტების სპორტულ ღონისძიებებისთვის მომზადებასა და ჩართულობას უზრუნველყოფს ლიცეუმის სპორტის მასწავლებელი კობა ვერულაშვილი.

среда, 24 сентября 2025 г.

ვებინარი: „მისტიკური ბიბლიოთეკა“

2025 წლის 24 სექტემბერსMicrosoft Teams -ის პლატფპორმაზე ჩატარდა პრაქტიკული ხასიათის ვებინარი: „მისტიკური ბიბლიოთეკა“ . 

📚 შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:

ვიდეო გენერაციის ინსტრუმენტები და გახმოვანების პრაქტიკა 🎤

ფოტოს ვიდეოდ გარდაქმნას 🖼️➡️🎬

„ექოს“ ინოვაციურ პროექტები: მისტიკური ბიბლიოთეკა და „ცისკარი“

გამოვცადეთ, როგორ ხდება ისტორიული მოღვაწეების გაცოცხლება AI–ის საშუალებით 

სპიკერი: შაკო ჯინჭარაძე— ახალგაზრდული მუშაკი და ტრენერი 

ანხილული პლატფორმები:
Google Labs – https://labs.google



суббота, 20 сентября 2025 г.

ვებინარი : " HR Meets AI – კარიერა და კომპეტენცია"

2025 წლის 20 სექტემბერს, თიმსის პლატფორმაზა ჩატარდა ვებინარი თემაზე :

" HR Meets AI – კარიერა და კომპეტენცია"

ვებინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

🖥 ხელოვნური ინტელექტის როლი ადამიანური რესურსების მართვაში;

🖥 როგორ ამარტივებს AI HR პროცესებს;

🖥 როგორ აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას და თანამშრომელთა გამოცდილებას;

🖥 რა სარგებელი და რისკები ახლავს ეთიკური თვალსაზრისით.

👩‍🎓 ტრენერი:

ნატალია მაისურაძე – HR ბიზნეს პარტნიორი, ტრენერთა ტრენერი, Global Education Georgia-ს ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების უფროსი.

✅ 12+ წლიანი გამოცდილება წამყვან HR პოზიციებზე და ლექტორად მუშაობაში.

✅ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ასოცირებული წევრი.

🤝 თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (ლექტორი) და ქართულ უნივერსიტეტთან (მოწვეული ლექტორი).





четверг, 18 сентября 2025 г.

ვებინარი: რობოტოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივები

2025 წლის 18 სექტემბერს,  თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი 

„რობოტოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივები – და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საზოგადოებაში?“

🔍  ვებინარზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

  • თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტოტექნიკის სწრაფი განვითარება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომის ბაზარს, განათლების სისტემას და ადამიანურ ურთიერთობებს.
  • ფსიქოლოგის თვალით დანახული ტექნოლოგიური ევოლუცია — რას განვიცდით, რა გვემუქრება და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს განვითარება უკეთესად?

📌 რას გვიმზადებს მომავალი?

📌 როდის გადაასწრებს AI ადამიანურ ინტელექტს?

📌 როგორ იმოქმედებს ტექნოლოგიების ზრდა ჩვენს ცნობიერებაზე და ურთიერთობებზე?

სპიკერი: ზაზა ქუმელაშვილი — ფსიქოლოგი, ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი და ალტერ უნივერსიტეტის პროფესორი