пятница, 20 декабря 2024 г.

კიბერჰიგიენის ტრენინგი

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებმა კიბერჰიგიენის ტრენინგი გაირეს. 

ტრენინგს უძღვებოდა კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი გურამ ჭანუყვაძე. მან შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აუცილებელი და საბაზისო მოთხოვნაა ყოველდღიურ სამუშაო გარემოში კიბერჰიგიენის დასაცავად.  

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აქტიურად თანამშრომლობს კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან, რათა დანერგილი და დაცული იქნას ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის შესაბამისად მოთხოვნილი სტანდარტები.



вторник, 3 декабря 2024 г.

მასტერკლასი: "მედიაწიგნიერება - ნავიგატორი სწორად ორიენტირებისათვის"

2024 წლის 30 ნოემბერს,  ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო "West Inn Georgia" - ში საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნულმა აკადემიამ GNAEB , ინკლუზიური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარდა მანანა ჯინჭარაძის მასტერკლასი თემაზე : "მედიაწიგნიერება - ნავიგატორი სწორად ორიენტირებისათვის" .





ენების ევროპული დღე - 2024

2024 წლის 2 დეკემბერს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტის - „ენების ევროპული დღე - 2024“  გამარჯვებული კადეტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. 

პროექტის ფარგლებში ლიცეუმში სხვადასხვა სახის კონკურსი ჩატარდა: „ვიქტორინა ევროპა“, „ერთი სიტყვა-ერთი დროშა“, „აღიქვი ჟღერადობა-გამოიცანი ენა“, “შექმენი კომიქსი“ და სხვადასხვა ენაზე შექმნილი ესეების კონკურსი თემაზე "ხელოვნური ინტელექტი (AI) და განათლება". 

დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ კარაოკე გაიმართა. კადეტებმა ევროპულ ენაზე შეასრულეს სიმღერები. 

ლიცეუმში ხუთი წელია პროექტი  მასწავლებელ ეკა მურუსიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება. წელს მასთან ერთად პროექტში ჩართული იყვნენ მასწავლებლები:  ქეთევან ფესტვენიძე, ნინო  გედენიძე , ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოენის კათედრები..

ენების ევროპული დღე 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, რომელსაც საქართველოში ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად.