2024 წლის 2 დეკემბერს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტის - „ენების ევროპული დღე - 2024“ გამარჯვებული კადეტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ლიცეუმში სხვადასხვა სახის კონკურსი ჩატარდა: „ვიქტორინა ევროპა“, „ერთი სიტყვა-ერთი დროშა“, „აღიქვი ჟღერადობა-გამოიცანი ენა“, “შექმენი კომიქსი“ და სხვადასხვა ენაზე შექმნილი ესეების კონკურსი თემაზე "ხელოვნური ინტელექტი (AI) და განათლება".
დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ კარაოკე გაიმართა. კადეტებმა ევროპულ ენაზე შეასრულეს სიმღერები.
ლიცეუმში ხუთი წელია პროექტი მასწავლებელ ეკა მურუსიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება. წელს მასთან ერთად პროექტში ჩართული იყვნენ მასწავლებლები: ქეთევან ფესტვენიძე, ნინო გედენიძე , ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოენის კათედრები..
ენების ევროპული დღე 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, რომელსაც საქართველოში ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად.
Комментариев нет:
Отправить комментарий