2025 წლის 8 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა გამომცემლობა ,,სიდი“-სა და ,,გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის” (აშშ) მიერ ორგანიზებული ტრენინგი "ეკონომიკის სწავლება საგან მოქალაქეობაში", რომელიც მხარდაჭერილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
ტრენინგის სპიკერები: გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის (აშშ) ხელმძღვანელი და კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ ბროკი; ტეხასის, კოლორადოსა და სხვა ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორები; აშშ ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის (NCEE) ტრენერები - ენ ტეპოვიჩი , ქორი ჰუელსკამპი , დონნა მაქიაჩერა , ლორი დუმერერი, მაჯულა გურუ ,დევიდ ლონგი.
Комментариев нет:
Отправить комментарий