2025 წლის 11 ოქტომბერს, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე გაიმართა არაკომერციული ონლაინ ვებინარი Edu AI — მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავს AI მასწავლებელი.
სპიკერი: თორნიკე ასათიანი — ქართველი სტარტაპერი, რომელიც განათლების სფეროში ციფრულ რევოლუციას იწყებს .
🎓 მან დააარსა Edumentors — ბრიტანულ-ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტ-მენტორებთან (ოქსფორდი, კემბრიჯი და სხვ.) .
💼 მისი ხედვა: ყველა ბავშვმა, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა და ფინანსური მდგომარეობისა, უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.
ვებინარზე გავეცანით Edu AI-ს — მსოფლიოში პირველ ადამიანის მსგავს AI მასწავლებელს, რომელიც:
✅ ადაპტირდება თითოეული მოსწავლის უნარებზე
✅ საუბრობს გასაგებ და მეგობრულ ენაზე
✅ აღიქვამს სხეულის ენას და ემოციებს
✅ ქმნის ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას
Комментариев нет:
Отправить комментарий