воскресенье, 28 апреля 2024 г.

საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული - 2024 , 24-25 აპრილი

ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული გაიხსნა. 
ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები დაესწრნენ. 
კვირეულის პირველ დღეს ქიმიისა და ბიოლოგიის კლუბის კადეტებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. 
ღონისძიების პირველი ნაწილი ქიმიის კლუბის კადეტთა პრეზენტაციით დაიწყო. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე-„Agent Orange”. კადეტებმა განიხილეს ვიეტნამში გამოყენებული “Agent Orange”- ის შემადგენლობა და  მისი მავნე ზეგავლენის შედეგები. ქიმიის კლუბის კადეტებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ეკა მურუსიძე. 
მოგვიანებით ბიოლოგიის კლუბის კადეტებმა პროექტ- „ექიმი კადეტები“ ფარგლებში წარმოადგინეს პრეზენტაცია-„ფიქრები ჯანმრთელობაზე“. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა კადეტთა ცნობიერების ამაღლებას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ. ბიოლოგიის კლუბის კადეტებს ხელმძღვანელობდნენ: მასწავლებლები: დარეჯან კიკვაძე და ნესტან ბანცაძე. 
კვირეული მიზნად ისახავს კადეტთა ინტერესის გაზრდას საბუნებისმეტყველო საგნებისადმი, ასევე დაანახოს კადეტებს ამ საგნების მნიშვნელობა სამხედრო სფეროსათვის.


ლიცეუმში გრძელდება საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული. 
ამჯერად კვირეულის ფარგლებში ფიზიკის კლუბის კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დიდი აფეთქების თეორიისა და შავი ხვრელების შესახებ.  
პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და მეორე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. 
კადეტებს პრეზენტაციის მომზადებაში დახმარებას უწევდნენ ფიზიკის მასწავლებლები: თეა ქუთათელაძე და ნინო ახვლედიანი. 
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც კადეტებს ნათლად დაანახებს საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის პრაქტიკულ მნიშვნელობას.

გასვლითი გაკვეთილი - „ბუნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის“ I-4

I სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა წყალტუბოში. 
„ბუნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის“ - ამ სახელწოდებით დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს ბალნეოლოგიურ სპა ცენტრში. 
გაკვეთილი ორი საგნის: ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით შედგა. კადეტები გაეცნენ სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოშობის პირობებს, იმსჯელეს როგორც მღვიმის ჰაერის, ასევე წყალტუბოს მინერალური წყლების მნიშვნელობასა და გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. 
გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებლებმა: ნესტან ბანცაძემ, ეკა მურუსიძემ და დარეჯან კიკვაძემ.

გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთი ბუნებრივი საოცრება“ II-3

II სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფის კადეტები გასვლითი გაკვეთილის-„იმერეთი ბუნებრივი საოცრება“ ფარგლებში იმყოფებოდნენ თერჯოლაში. 
კადეტებმა დაათვალიერეს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი და ნავენახევის მღვიმე.  მათ შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ მწერლის ბიოგრაფიას და  ლიტერატურულ-კულტურულ ჭრილში დაენახათ სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი  ექსპონატები. 
კადეტებმა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან ნავენახევის მღვიმეში გადაინაცვლეს. მათ ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლების დახმარებით შეისწავლეს სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოშობის პირობები და შემადგენლობა,  „COBRA4“-ის საშუალებით  გაზომეს მღვიმის ტენიანობა, ზღვის დონიდან სიმაღლე და წნევა. 
გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებლებმა: ეკა მურუსიძემ, თეა ქუთათელაძემ და ია დანელიამ. 
არაფორმალურ გარემოში ჩატარებული გაკვეთილი  ახალისებს სასწავლო პროცესს, ზრდის კადეტთა მოტივაციას და ეხმარება მათ თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში.

გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთის ბუნებრივი საოცრება“ II-1

II სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთის ბუნებრივი საოცრება“ ჩატარდა. 
კადეტებმა დაათვალიერეს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი და ნავენახევის მღვიმე. 
გაკვეთილი ჩატარდა მასწავლებლების: ეკა მურუსიძის, ნინო ახვლედიანისა და ელენე კოხრეიძის მიერ.

დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში  I ეტაპი გაიმართა. 
I ეტაპში მონაწილეობა მიიღო I სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. სამხედრო კომპონენტებისაგან შემდგარ შეჯიბრში კადეტები დიდი ენთუზიაზმითა და აზარტით ჩაერთნენ.
გამარჯვებული გახდა I სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის გუნდი  -„ძერა“ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორები: სერჟანტი ავთანდილი მჭედლიძე  და სერჟანტი ლაშა გიორგაძე). 
ფინალურ ტურში პირველობისთვის იბრძოლებენ სასწავლო კურსებიდან გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები. 
შეჯიბრს ხელმძღვანელობს დაწყებითი სამხედრო  მომზადების კურსის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პოლკოვნიკი გენადი ჯიბლაძე.