ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული გაიხსნა.
ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები დაესწრნენ.
კვირეულის პირველ დღეს ქიმიისა და ბიოლოგიის კლუბის კადეტებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.
ღონისძიების პირველი ნაწილი ქიმიის კლუბის კადეტთა პრეზენტაციით დაიწყო. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე-„Agent Orange”. კადეტებმა განიხილეს ვიეტნამში გამოყენებული “Agent Orange”- ის შემადგენლობა და მისი მავნე ზეგავლენის შედეგები. ქიმიის კლუბის კადეტებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ეკა მურუსიძე.
მოგვიანებით ბიოლოგიის კლუბის კადეტებმა პროექტ- „ექიმი კადეტები“ ფარგლებში წარმოადგინეს პრეზენტაცია-„ფიქრები ჯანმრთელობაზე“. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა კადეტთა ცნობიერების ამაღლებას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ. ბიოლოგიის კლუბის კადეტებს ხელმძღვანელობდნენ: მასწავლებლები: დარეჯან კიკვაძე და ნესტან ბანცაძე.
კვირეული მიზნად ისახავს კადეტთა ინტერესის გაზრდას საბუნებისმეტყველო საგნებისადმი, ასევე დაანახოს კადეტებს ამ საგნების მნიშვნელობა სამხედრო სფეროსათვის.
ლიცეუმში გრძელდება საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული.
ამჯერად კვირეულის ფარგლებში ფიზიკის კლუბის კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დიდი აფეთქების თეორიისა და შავი ხვრელების შესახებ.
პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და მეორე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
კადეტებს პრეზენტაციის მომზადებაში დახმარებას უწევდნენ ფიზიკის მასწავლებლები: თეა ქუთათელაძე და ნინო ახვლედიანი.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც კადეტებს ნათლად დაანახებს საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий