воскресенье, 28 апреля 2024 г.

გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთი ბუნებრივი საოცრება“ II-3

II სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფის კადეტები გასვლითი გაკვეთილის-„იმერეთი ბუნებრივი საოცრება“ ფარგლებში იმყოფებოდნენ თერჯოლაში. 
კადეტებმა დაათვალიერეს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი და ნავენახევის მღვიმე.  მათ შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ მწერლის ბიოგრაფიას და  ლიტერატურულ-კულტურულ ჭრილში დაენახათ სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი  ექსპონატები. 
კადეტებმა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან ნავენახევის მღვიმეში გადაინაცვლეს. მათ ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლების დახმარებით შეისწავლეს სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოშობის პირობები და შემადგენლობა,  „COBRA4“-ის საშუალებით  გაზომეს მღვიმის ტენიანობა, ზღვის დონიდან სიმაღლე და წნევა. 
გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებლებმა: ეკა მურუსიძემ, თეა ქუთათელაძემ და ია დანელიამ. 
არაფორმალურ გარემოში ჩატარებული გაკვეთილი  ახალისებს სასწავლო პროცესს, ზრდის კადეტთა მოტივაციას და ეხმარება მათ თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий