ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული-2024 დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.
დასკვნითი ღონისძიების პირველ ნაწილში კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: "ყურსასმენების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე". პრეზენტაცია შეიცავდა როგორც სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ ინფორმაციას, ასევე კადეტთა სპეციალური კვლევის შედეგებს. კადეტებს პრეზენტაციის მომზადებაში დახმარებას უწევდა მასწავლებელი მზია გურული.
ღონისძიების მეორე ნაწილი შეჯიბრს დაეთმო. შეჯიბრი II სასწავლო კურსის კადეტთა შორის გაიმართა საუკეთესო ბიოლოგი, საუკეთესო ქიმიკოსი და საუკეთესო ფიზიკოსი ჯგუფების გამოსავლენად. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ შეჯიბრი თანაბარი ანგარიშით დასრულდა.
წლის საუკეთესო ბიოლოგი კადეტის ტიტული მოიპოვეს: I სასწავლო კურსის კადეტმა ნიკოლოზ ჩაჩუამ და II სასწავლო კურსის კადეტმა ლუარსაბ ჯანგულაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კვირეული ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით განხორციელდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий