среда, 16 апреля 2025 г.

ვებინარი — „ხალხის წვლილი AI-ის განვითარებაში“

2025 წლის 16 აპრილს თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა  ვებინარი — „ხალხის წვლილი AI-ის განვითარებაში“

სპიკერი: რაზმიკ ბადალიანი – ადამიანი, რომელიც ქართული ენის ციფრულ განვითარებას ყოველდღიურად აძლიერებს!

Educare Georgia-ს თანადამფუძნებელი, კამპანიის „ილაპარაკე საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი

ვებინარზე იყო საუბარი:

 🔹 როგორ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეიტანოს წვლილი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში

🔹 როგორ შეგვიძლია ქართულ ენას ვაჩუქოთ ძლიერი და ციფრული მომავალი 💬🌍

🔹 გავეცანით Common Voice პლატფორმას — როგორც პრაქტიკულ და საგანმანათლებლო რესურსს 🎧📚

🔹 გავიზიარეთ წარმატებული გამოცდილება ჩვენი საავტორო სასკოლო პროექტიდან —

„ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული“ 




вторник, 15 апреля 2025 г.

ექსკურსია გურიის მხარეში

2025 წლის 15 აპრილს II სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა ექსკურსიაზე გურიაში.
კადეტებმა დაათვალიერეს ნოდარ-დუმბაძის სახლ-მუზეუმი, შეკვეთილში მდებარე საქართველო მინიატურებში და მუსიკოსთა პარკი, ასევე დენდროლოგიური პარკი.
ექსკურსია სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში II სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის დამრიგებლის ეკა მურუსიძის მიერ განხორციელდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შექმნილია გრძელვადიანი სადამრიგებლო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება როგორც გასვლითი აქტივობები, ასევე სხვადასხვა შემეცნებით-კულტურული ღონისძიებები.


суббота, 12 апреля 2025 г.

ვებინარი : „ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი ამბავი და ილაპარაკე საქართველოსთვის“

2025 წლის 12 აპრილს, თიმსის პლატფორმაზე დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი ამბავი და ილაპარაკე საქართველოსთვის“.

ღონისძიება ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში და წარიმართა გიგი გიორგაძის საქართველის ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფულის/თავმჯდომარის მიერ. 

ვებინარის მსვლელობისას დეტალურად იქნა განიხილული:

🔹 ხელოვნური ინტელექტის ქრონოლოგიური ისტორია და მისი ძირითადი ეტაპები

🔹 თანამედროვე შესაძლებლობები და გამოყენების სფეროები (განათლება, ჯანდაცვა, ბიზნესი, მედია)

🔹 ეთიკური და კულტურული გამოწვევები, მათ შორის ქართული ენისა და იდენტობის შენარჩუნების პერსპექტივა

🔹 მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილებები, რეალურ პროფესიულ კონტექსტში

🔹 საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მომავალი გეგმები, მათ შორის, ქართული ენის გაძლიერების ინიციატივები AI-ს სისტემებში

🎙️ სპიკერი: გიგი გიორგაძე – კომაროვის საზაფხულო სკოლის დამაარსებელი, London Business School-ის სტიპენდიატი, Georgian AI Association-ის დამფუძნებელი/თავმჯდომარე




четверг, 3 апреля 2025 г.

გასვლითი გაკვეთილი

2025 წლის 3 აპრილს, საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული - 2025 ფარგლებში ლიცეუმის ქიმიკოსთა და ბიოლოგთა კლუბის კადეტები იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო და ქიმიის ფაკულტეტზე. 

ხელმძღვანელები: ეკა მურუსიძე, ნესტან ბანცაძე და დარეჯან კიკვაძე. 

გასვლითი გაკვეთილის თემა: "ექიმის მოსვლამდე" და "სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები."

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გაბუნიამ კადეტებს წაუკითხა ლექცია სამხედრო კონფლიქტების დროს პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საველე პირობებში საბაზისო ქირურგიული ღონისძიებების ხასიათის შესახებ. კადეტებმა დასვეს და პასუხი მიიღეს ბევრ საინტერესო კითხვაზე.




საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული - 2025

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

დასაწყისში საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარემ ეკა მურუსიძემ კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა კვირეულის მნიშვნელობასა და კადეტთა ჩართულობის საკითხებზე. მოგვიანებით კი, საუკეთესო ქიმიკოსთა ჯგუფის გამოსავლენად, II სასწავლო კურსის ჯგუფებს შორის კონკურს -„ქიმიური ვიქტორინა“ გაიმართა. კონკურსის შედეგად საუკეთესო ქიმიკოსთა ჯგუფის ტიტული მოიპოვა II სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „ოფსიდიანი“ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორი უფროსი სერჟანტი მიხეილ ჭკუასელი).
დღესვე, ქიმიის კლუბში გაწევრიანებულმა კადეტებმა ენერგეტიკული და იზოტოპური სასმელების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები, ხოლო ფიზიკის კლუბში გაწევრიანებულმა კადეტებმა გრძელვადიანი პროექტის-„ტალღური მოვლენები“ შესახებ ისაუბრეს.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები ეკა მურუსიძე, ნესტან ბანცაძე და თეა ქუთათელაძე.

среда, 2 апреля 2025 г.

საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული - 2025

საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში II სასწავლო კურსის კადეტებმა წარმოადგინეს პროექტი: „ჩვენი უკიდეგანო სამყარო“.

პროექტის პრეზენტაციას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები და II სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
კადეტებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია პლანეტებისა და კოსმიური სივრცის კვლევის შესახებ.
პროექტს ხელმძღვანელობდა ფიზიკის მასწავლებელი ნინო ახვლედიანი.


вторник, 1 апреля 2025 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი

2025 წლის 1 აპრილს, საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული - 2025 ფარგლებში XI-4  სასწავლო ჯგუფში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმია- ინგლისური ენა.

გაკვეთილის თემა:  ატომის აღნაგობა. პერიოდული სისტემა.








"განათლების მომავალი "ენაგრამი" პრაქტიკაში"

 2025 წლის 26 მარტს თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე:  "განათლების მომავალი "ენაგრამი" პრაქტიკაში."