კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
დასაწყისში ქიმიის მასწავლებელმა ეკა მურუსიძემ კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა კვირეულის მნიშვნელობასა და კადეტთა ჩართულობის საკითხებზე. მოგვიანებით კი, საუკეთესო ქიმიკოსთა ჯგუფის გამოსავლენად, II სასწავლო კურსის ჯგუფებს შორის კონკურს -„ქიმიური ვიქტორინა“ გაიმართა. კონკურსის შედეგად საუკეთესო ქიმიკოსთა ჯგუფის ტიტული მოიპოვა II სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „ოფსიდიანი“ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორი უფროსი სერჟანტი მიხეილ ჭკუასელი).
დღესვე, ქიმიის კლუბში გაწევრიანებულმა კადეტებმა ენერგეტიკული და იზოტოპური სასმელების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები, ხოლო ფიზიკის კლუბში გაწევრიანებულმა კადეტებმა გრძელვადიანი პროექტის-„ტალღური მოვლენები“ შესახებ ისაუბრეს.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები ეკა მურუსიძე, ნესტან ბანცაძე და თეა ქუთათელაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий