2025 წლის 12 აპრილს, თიმსის პლატფორმაზე დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვებინარი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი ამბავი და ილაპარაკე საქართველოსთვის“.
ღონისძიება ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში და წარიმართა გიგი გიორგაძის საქართველის ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფულის/თავმჯდომარის მიერ.
ვებინარის მსვლელობისას დეტალურად იქნა განიხილული:
🔹 ხელოვნური ინტელექტის ქრონოლოგიური ისტორია და მისი ძირითადი ეტაპები
🔹 თანამედროვე შესაძლებლობები და გამოყენების სფეროები (განათლება, ჯანდაცვა, ბიზნესი, მედია)
🔹 ეთიკური და კულტურული გამოწვევები, მათ შორის ქართული ენისა და იდენტობის შენარჩუნების პერსპექტივა
🔹 მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილებები, რეალურ პროფესიულ კონტექსტში
🔹 საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მომავალი გეგმები, მათ შორის, ქართული ენის გაძლიერების ინიციატივები AI-ს სისტემებში
სპიკერი: გიგი გიორგაძე – კომაროვის საზაფხულო სკოლის დამაარსებელი, London Business School-ის სტიპენდიატი, Georgian AI Association-ის დამფუძნებელი/თავმჯდომარე
Комментариев нет:
Отправить комментарий