2025 წლის 10 მაისს თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე: "კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები"
ვებინარზე მაქსიმ იავიჩმა ისაუბრა კიბერუსაფრთხოების აქტუალურ თემებზე:
- კიბერუსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები
- თანამედროვე დაცვის მოდელებსა და პრაქტიკებზე
განხილულ იქნა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც დაგვეხმარება ცოდნის გამოყენებაში.
ვებინარზე გაჟღერდა სასწავლო სუპერინსტრუმენტი! 🚨🎯📚
პროფესორ მაქსიმ იავიჩის ინიციატივით, ვებინარის ფარგლებში განხილული და გამოყენებული იყო Google-ის კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პლატფორმა – 👉 phishingquiz.withgoogle.com 🎓🔒
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო - პოსტ-კვანტურ ციფრულ ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია კვანტურ კომპიუტერებთან დაკავშირებული რისკების აღმოსაფხვრელად.
.
🗣️ სპიკერი: პროფესორი მაქსიმ იავიჩი – მათემატიკის დოქტორი და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი. ის არის კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი. ასევე, 2017 წლიდან არის სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი. პროფესორი იავიჩი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა თემატიკა მოიცავს კიბერუსაფრთხოებას, კრიპტოგრაფიას, პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიას და მათემატიკურ მოდელირებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий