вторник, 6 мая 2025 г.

მასტერკლასი თემაზე : „მოსწავლეთა მხარდაჭერა სკოლაში“

2025 წლის 5 მაისს SEU-ში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი თემაზე -„მოსწავლეთა მხარდაჭერა სკოლაში“, რომელსაც გაუძღვა განათლების პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მოწვეული ლექტორი - ირინა აბულაძე.

🔸 მასტერკლასი განკუთვნილი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

👉მასტერკლასზე განიხილა შემდეგი საკითხები:

🔹მოსწავლეთა მხარდაჭერის სტანდარტის შინაარსი და ძირითადი კომპონენტები;

🔹სტანდარტის გამოკვეთის მნიშვნელობა ავტორიზაციის პროცესში;

🔹არსებული პრაქტიკა და გამოწვევები მისი დანერგვისას;

🔹ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული დანერგვის გზები.





Комментариев нет:

Отправить комментарий