среда, 10 декабря 2025 г.

ვებინარი: „AI სასწავლო პროცესში, პლაგიატი“

 2025 წლის 10 დეკემბერს Microsoft Teams-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე „AI სასწავლო პროცესში, პლაგიატი“.

ვებინარზე განხილულ იქნა თანამედროვე, განათლებაში განსაკუთრებით აქტუალური თემა — ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და პლაგიატის საკითხები.

"AI – პლაგიატის საფრთხეები და მომავლის პროფესიები"

სპიკერმა ისაუბრა უახლესი კვლევების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია:

🔹ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ახალ სპეციალობებთან

🔹მომავალ პროფესიებზე AI-ის გავლენასთან

🔹და პლაგიატიზმის მზარდ საფრთხეებთან თანამედროვე სასწავლო გარემოში.


სპიკერი:  სეუ-ს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი — ქალბატონი ლიკა კურტანიძე.



🧰 უფასო AI/Plagiarism დეტექტორები, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ
🟢 1. GPTZero
🟢 2. Plagiarism Detector Free
🟢 3. Scribbr AI Detector
🟢 4. Copyleaks AI Content Detector
🟢 5. Quetext (Free Version)

вторник, 25 ноября 2025 г.

გასვლითი გაკვეთილი XII-2

2025 წლის 25 ნოემბერს, III სასწავლო კურსის II სასწავლო ჯგუფის კადეტებისთვის გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა ნავენახევის მღვიმესა და დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში.
გაკვეთილი სახელწოდებით „იმერეთის ბუნებრივი საოცრება“ მოიცავდა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონატების გაცნობას, რის შედეგადაც კადეტებმა უკეთ შეისწავლეს დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია და გაიფართოვეს თვალსაწიერი.
მოგვიანებით კადეტები ნავენახევის მღვიმეში გაეცნენ სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოშობის პირობებსა და მათ შემადგენლობას.
გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა ქიმიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: ნესტან ბანცაძის, ეკა მურუსიძის, ია დანელიასა და ლალი ლარცულიანის  მიერ.

суббота, 22 ноября 2025 г.

ვებინარი: "WordPress-ის პრაქტიკული სესია"

 2025 წლის 22 ნოემბერს, თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი "WordPress-ის პრაქტიკული სესია". 

სპიკერი: ნუკრი ტუსიშვილი — ციფრული ტექნოლოგიებისა და მედიის სფეროში გამორჩეული პროფესიონალია.

🔹 ამჟამად არის „უნილაბის“ ტექნიკური დირექტორი

🔹 ხელმძღვანელობს Setanta Sports Georgia-ს პროდუქტის მიმართულებას

🔹 არის 10x-ის პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

🔹 მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯეოლაბში ლექტორად და მენტორად, სადაც სტუდენტებს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებდა.

🌐 ვებინარზე განხილულ იქნა:

✅ WordPress-ის პრაქტიკული სესია – ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი , როგორ შექმნა საკუთარი ვებგვერდი 

✅ მიმდინარე პროექტების გაცნობა – ინოვაციური იდეები და რეალური მაგალითები 🚀

                          

вторник, 18 ноября 2025 г.

გასვლითი გაკვეთილი

2025 წლის 18 ნოემბერს, ქიმიკოსთა და ბიოლოგთა კლუბის წევრი კადეტებისთვის ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი თემაზე: 

„ბუნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის“

გაკვეთილი გაიმართა წყალტუბოს ბალნეოლოგიურ ცენტრსა და სათაფლიის მღვიმეში.

კადეტები ადგილზე გაეცნენ სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოქმნის პირობებს, მღვიმის ჰაერის თავისებურებებსა და მის გავლენას ჯანმრთელობაზე. მათ ასევე შეისწავლეს წყალტუბოს მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები.

გაკვეთილი, რომლის  მიზანი იყო კადეტთა თეორიული ცოდნის გაღრმავება და მოტივაციის ზრდა,  ჩაატარეს მასწავლებლებმა ნესტან ბანცაძემ, ეკა მურუსიძემ და დარეჯან კიკვაძემ.


четверг, 30 октября 2025 г.

ინტეგრირებული პროექტი "მყინვარის ხმა"

2025 წლის 29 ოქტომბერს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კომპიუტერულ ცენტრში  ჩატარდა ინტეგრირებული პროექტის "მყინვარის ხმა" პრეზენტაცია . პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქალბატონი მაია გაბუნია და პედაგოგები. პროექტში მონაწილეობდნენ  მე-11-4 კლასის კადეტები. 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები : ეკა მურუსიძე და მურმან სურმავა. 

ქიმიკოსთა ჯგუფმა -  თომა ბაბუნაშვილმა და ზაურ თურმანიძემ - ისაუბრეს მყინვარიდან ნაჟური წყლის ქიმიური ანალიზის შესახებ. 

პროექტის პრეზენტაცია დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

მყინვარის ხმა 

4









суббота, 25 октября 2025 г.

ვებინარი: „ეკოლოგია და ინოვაცია: როგორ ეხმარება ტექნოლოგია სუფთა ჰაერის შექმნას“

 2025 წლის 25 ოქტომბერს,  ჩატარდა ვებინარი თემაზე 

„ეკოლოგია და ინოვაცია: როგორ ეხმარება ტექნოლოგია სუფთა ჰაერის შექმნას“ 
🌱

✅ ვებინარზე იყო საუბარი შემდეგ თემებზე :

🔹 სენსორები და მონიტორინგის ტექნოლოგიები 📡🌍

🔹 ატმოსფერული მოდელირება და კომპიუტერული სიმულაციები 💻☁️

🔹 Big Data და ხელოვნური ინტელექტი გარემოს მონაცემების ანალიზში 🤖📊

🔹 დისტანციური მონიტორინგი სატელიტების მეშვეობით 🛰️🌐

🔹 ეკოლოგიური ინოვაციები და სტარტაპები ⚡🔋

🔹 ვირტუალური ლაბორატორიები და მოდელირება 🧪🖥️

🔹 სამეცნიერო ინსტრუმენტების ინჟინერია ⚙️🌊


✅ პრაქტიკული მაგალითები მოსწავლეებთან და სტუდენტებთან:

🔹 მინი-ლაბორატორიული ცდები 💧

🔹 ეკო-სენსორების გამოყენება 📟🌫️

🔹 დრონების დახმარებით გარემოს შესწავლა 🚁

🔹 ვირტუალური სიმულაციები 🖥️

🔹 ქალაქის ჰაერის მონიტორინგი და „ეკო-მონაცემთა ბაზა“ 🏙️📊

🔹 პროექტი „სუფთა სკოლა“ 🌱

🔹 STEAM მიდგომა — ტექნოლოგია + ხელოვნება 🎨📱



понедельник, 20 октября 2025 г.

ენების ევროპული დღე - 2025

2020 წლიდან, ლიცეუმში ტრადიციად დამკვიდრდა ენების ევროპული დღის აღნიშვნა, ამასთან დაკავშირებით ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, კონკურსები, რომლებშიც პირველი სასწავლო კურსის კადეტები აქტიურად მონაწილეობდნენ.
კადეტებმა შექმნეს კომიქსები აპლიკაცია „ToonyTool“-ის გამოყენებით, დაწერეს ესეები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე, თემაზე — „მე, მომავალი ოფიცერი“, და მონაწილეობა მიიღეს შემდეგ კონკურსებში:
„აღიქვი ჟღერადობა — გამოიცანი ენა“
„ერთი სიტყვა — ერთი დროშა“
ვიქტორინა „ევროპა“
დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსების გამარჯვებული კადეტები და მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაში ასევე ჩაერთნენ II და III სასწავლო კურსის კადეტები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ევროპული ენების დღე - 2025 ორგანიზატორები არიან მასწავლებლები ეკა მურუსიძე და ქეთევან ფესტვენიძე. კვირეულის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ ქართული და უცხოური ენების კათედრები.






четверг, 16 октября 2025 г.

XII-2 სასწავლო ჯგუფის ექსკურსია

III-2 სასწავლო ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო ექსკურსიაზე შიდა ქართლის რეგიონში. კადეტებმა მოინახულეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი და შინდისის გმირების მემორიალი.

ექსკურსია განხორციელდა სადამრიგებლო პროექტის - „შეიცან სამშობლო შენი“ ფარგლებში.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს კადეტებში სამშობლოს მიმართ სიყვარულის გაღრმავება, ასევე ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.





суббота, 11 октября 2025 г.

ვებინარი : Edu AI — მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავს AI მასწავლებელი

 2025 წლის 11 ოქტომბერს, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე გაიმართა არაკომერციული ონლაინ ვებინარი Edu AI — მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავს AI მასწავლებელი. 

სპიკერი: თორნიკე ასათიანი — ქართველი სტარტაპერი, რომელიც განათლების სფეროში ციფრულ რევოლუციას იწყებს .

🎓 მან დააარსა Edumentors — ბრიტანულ-ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტ-მენტორებთან (ოქსფორდი, კემბრიჯი და სხვ.) .

💼 მისი ხედვა: ყველა ბავშვმა, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა და ფინანსური მდგომარეობისა, უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.

ვებინარზე გავეცანით Edu AI-ს — მსოფლიოში პირველ ადამიანის მსგავს AI მასწავლებელს, რომელიც:

✅ ადაპტირდება თითოეული მოსწავლის უნარებზე 

✅ საუბრობს გასაგებ და მეგობრულ ენაზე 

✅ აღიქვამს სხეულის ენას და ემოციებს 

✅ ქმნის ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას 

вторник, 7 октября 2025 г.

ვებინარი: „ნეიროლინკი და ვირტუალური რეალობა: ფსიქოსოციალური ზეგავლენები და კულტურული იმპლიკაციები“

 2025 წლის 7 ოქტომბერს,  თიმსის პლატფორმაზე ჩატრდა ვებინარი: 

„ნეიროლინკი და ვირტუალური რეალობა: ფსიქოსოციალური ზეგავლენები და კულტურული იმპლიკაციები“

🎤 სპიკერი: ზაზა ქუმელაშვილი – ფსიქოლოგი

🔎 ვებინარში განხილულ იქნა:

  • ადამიანის ტვინისა და კომპიუტერული სისტემების პირდაპირი კავშირის შესაძლებლობები;
  • ვირტუალური რეალობის განვითარების პერსპექტივები;
  • ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული შედეგები (იმპლიკაციები), რომლებიც ახლავს ახალ ტექნოლოგიებს


суббота, 27 сентября 2025 г.

ვებინარი "ევროპის ენების დღე"

ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან, ევროკომისიასთან ერთად, ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება ევროპის ენების დღე.

ამ დღის ფარგლებში, 27 სექტემბერს 19:00–21:00 სთ-ზე, Microsoft Teams-ის პლატფორმაზე გაიმართა არაკომერციული ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობა და თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიების როლი ენის დაცვის პროცესში.

📣 შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

ზვიად გაბისონია – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

რატი სხირტლაძე – „ენაგრამის“ ენობრივი ტექნოლოგიის ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი.




пятница, 26 сентября 2025 г.

ქიმიკოსთა კლუბი, პოლონელი სტუმრები ლიცეუმში

2025 წლის 24 სექტემბერს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიცეუმის პარტნიორი სასწავლებლის, პოლონეთის ქალაქ პოზნანის სკოლა-კომპლექსის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ, კადეტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სასწავლო-შემეცნებით, ფიზიკურ და კულტურულ აქტივობებში, ასევე სამხედრო კომპონენტისგან შედგენილ შეჯიბრებებში. ლიცეუმში მოქმედმა ქიმიკოსთა კლუბის კადეტებმა მათ ჩაუტარეს ქიმიური ექსპერიმენტები, რომლებშიც თავადაც მიიღეს მონაწილეობა.





четверг, 25 сентября 2025 г.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026

კადეტები „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ გახსნის ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული შეჯიბრის გამარჯვებულები არიან.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026“ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრი გაიმართა ჭადრაკსა და გარბენში, სადაც კადეტებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ვაჟთა შორის გარბენში I საპრიზო ადგილი მოიპოვა კადეტმა ცოტნე ჯაკონიამ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი დავით ტყეშელაშვილი), ხოლო გოგონათა შორის I საპრიზო ადგილი მოიპოვა კადეტმა თეა ლომაძემ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი დავით ტყეშელაშვილი).
ჭადრაკში ვაჟებს შორის I საპრიზო ადგილი მოიპოვა კადეტმა დავით ბაღდოშვილმა (დამრიგებელი ქალთამზე მელქაძე, ინსტრუქტორი უფროსი სერჟანტი რამაზ დონდოლაძე) III საპრიზო ადგილი კადეტმა ვაჟა მუშკუდიანმა (დამრიგებელი თეა ქუთათელაძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი გიორგი ჯალაღანია და უფროსი სერჟანტი მირიან ჭანტურიძე, ხოლო გოგონათა შორის III საპრიზო ადგილზე გავიდა კადეტი ანასტასია აბრამიძე (დამრიგებელი ბელა აკობიძე, ინსტრუქტორები: უფროსი სერჟანტი ლაშა გიორგაძე და სერჟანტი დავით ჩაკვეტაძე).
გამარჯვებული მოსწავლეები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
კადეტების სპორტულ ღონისძიებებისთვის მომზადებასა და ჩართულობას უზრუნველყოფს ლიცეუმის სპორტის მასწავლებელი კობა ვერულაშვილი.

среда, 24 сентября 2025 г.

ვებინარი: „მისტიკური ბიბლიოთეკა“

2025 წლის 24 სექტემბერსMicrosoft Teams -ის პლატფპორმაზე ჩატარდა პრაქტიკული ხასიათის ვებინარი: „მისტიკური ბიბლიოთეკა“ . 

📚 შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:

ვიდეო გენერაციის ინსტრუმენტები და გახმოვანების პრაქტიკა 🎤

ფოტოს ვიდეოდ გარდაქმნას 🖼️➡️🎬

„ექოს“ ინოვაციურ პროექტები: მისტიკური ბიბლიოთეკა და „ცისკარი“

გამოვცადეთ, როგორ ხდება ისტორიული მოღვაწეების გაცოცხლება AI–ის საშუალებით 

სპიკერი: შაკო ჯინჭარაძე— ახალგაზრდული მუშაკი და ტრენერი 

ანხილული პლატფორმები:
Google Labs – https://labs.google