четверг, 24 июля 2025 г.

ვებინარი: ციფრული რევოლუცია საქართველოში

 2025 წლის 24 ივლისს,  თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი : 

"ქუთაისში რაღაც უცნაური ხდება"...

📌 თემა:  „რეროს“ ციფრული რევოლუცია საქართველოში: თამაშთა ინდუსტრიისა და გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიის პრეცედენტები

🎙 სპიკერი: ბექა იობიძე

კომპიუტერული ინჟინერი

“რეროს” მმართველი პარტნიორი

აუდიო/ვიზუალური დეველოპერი

აკადემიური გამომცემლობა „მდევარის“ რედაქტორი

საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის მკვლევარი და ლექტორი

🌍 ვებინარზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

▪️ როგორ იქმნება თამაშები, რომლებიც თანამედროვე ქართული კულტურის მატარებელია

▪️ როგორ გამოიყენება AR ტექნოლოგიები ახალი თაობებისთვის შთაგონებად

▪️ როგორ ხდება ქართული ინდუსტრიის გლობალურ კონკურენციაში ჩართვა

▪️ რა გზით შეიძლება ხელოვნებამ, ტექნოლოგიამ და განათლებამ ერთად შექმნას მომავალი

🚀 ქართულ თამაშთა ინდუსტრიის ისტორიული მომენტი:

“რეროს” მიერ შექმნილი თამაში „ოდისეა: საქუთაისო“

🇬🇪 პირველი ქართული თამაში, რომელიც CEEGA 2024-ის ფინალისტი იყო — ნომინაციაში „საუკეთესო სატელეფონო თამაში“ ევროპაში!

ახლა კი მოიგო კიდევ ერთი პრესტიჟული ნომინაცია – BLON 2025-ის Aware Games Awards-ის ლაურეატია!

🏆 დაჯილდოება გაიმართება 11 სექტემბერს, ლიტვაში — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული აღიარება ქართული თამაშის წარმატებისთვის! 🇬🇪✨

🎮 სამი ნაწილი, სამი მხატვრული სტილი, სამი მუსიკალური ენა — ერთი უნიკალური გამოცდილება ქუთაისის ისტორიაზე და ემოციურ მოგზაურობაზე

📲 განხილულ იქნა შემდეგი აპლიკაციები:

App Store: https://rb.gy/lhtw7t 

Play Store: https://rb.gy/w9kcyd 

✨ თვალთმატკბობელი ხელოვნებით სახეების გადასაბადრად, „ჩიორა“ უნდა ითამაშო

💫 ეს არის ნაზად მოქსოვილი ვიზუალური პოეზია, რომელიც ავთენტური ფოლკლორის თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს

📲 ჩიორა ხელმისაწვდომია:

Google Play Store: https://rb.gy/eopn2 

App Store: https://rb.gy/8zqug 




Комментариев нет:

Отправить комментарий