2027 წლის 7 ნოემბერს, ჩატარდა მასშტაბური საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური ღონისძიება — ჰიბრიდული კონფერენცია თემაზე:
„კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში“,
რომელსაც დავესწარი ონლაინ, Teams - ის პლატფორმის საშუალებით.
კონფერენციის ორგანიზატორები:
- საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გუნდი (Educators Technology),
- სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია
- კავკასიის უნივერსიტეტი
🎙 კონფერენციის მთავარი სპიკერები და პანელური დისკუსიის მონაწილეები:
პროფესორი მაქსიმ იავიჩი (მთავარი სპიკერი) — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, SCSA-ს პრეზიდენტი და CU კიბერუსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
დოქტორი გიორგი ახალაია (მოდერატორი & სპიკერი) — CU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, 5G ქსელებისა და AI უსაფრთხოების მკვლევარი.
თეა მეფარიშვილი (მოდერატორი) — „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გუნდის“ დამფუძნებელი.
დავით იავიჩი (თანამოდერატორი & სპიკერი) — ახალგაზრდა მომხსენებელი, რომელიც მოდერაციას გაუწევს შეხვედრას და უპასუხებს თანატოლების შეკითხვებს.
დოქტორი ვლადიმერ სვანაძე (პანელისტი & სპიკერი) — SCSA-ს ვიცე-პრეზიდენტი, IDI-ს დამფუძნებელი და კიბერპოლიტიკის ექსპერტი.
სერგეი სიმონოვი (პანელისტი & სპიკერი) — SCSA-ს ტექნიკური დირექტორი, კრიპტოგრაფიისა და პოსტკვანტური ტექნოლოგიების მკვლევარი (OSCP, OSWE).
კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
საავტორო საგანმანათლებლო პროექტის „CyberBridge 2026: AI & კიბერუსაფრთხოება“ პრეზენტაცია.
🎙კონფერენცია იყო ინტერაქტიული , რომელზეც დარგის წამყვანმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა, პედაგოგებმა და ტექნოლოგიურმა ლიდერებმა უპასუხენ შეკითხვებს Deepfake-ზე, ხმის კლონირებაზე, AI ეთიკასა და ციფრულ ჰიგიენაზე.
ასევე ჩატარდა ინოვაციური კვანტური ლაბორატორიისა და პრეზენტაცია, რომელიც პირადად წარადგინა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ იავიჩმა.


