воскресенье, 11 октября 2026 г.

ვებინარი "SMART კლასი"

2026 წლის 10ოქტომბერს  ZOOM - ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე: 

SMART კლასები: AI-ით სწავლება + AI-ის სწავლება. 

ვებინარი "SMART კლასი" აერთიანებდა ორ მიმართულებას:

🔹 AI-ით სწავლება — როგორ ჩავრთოთ ხელოვნური ინტელექტი საკუთარ საგანში ისე, რომ მოსწავლემ უკეთ ისწავლოს, იკვლიოს, იფიქროს, შექმნას და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს.

🔹 AI-ის სწავლება —  რა და როგორ უნდა ასწავლოს AI-ის მასწავლებელმა. (სკოლებში უკვე შემოვიდა არჩევით საგნად) რა უნდა იცოდეს მოსწავლემ თავად ხელოვნური ინტელექტის შესახებ: როგორ ესაუბროს AI-ს, როგორ დაუსვას სწორი კითხვები, როგორ შეამოწმოს მისი პასუხები, როგორ გამოიყენოს პასუხისმგებლიანად და როგორ შექმნას AI-სთან ერთად და სხვა.

🎯 ვებინარზე განხილულ იქნა კონკრეტულ მაგალითები და SMART-დავალებები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა საგანში იქნას გამოყენებული — AI-ის დახმარებით კვლევა, დიალოგი, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, ვიზუალიზაცია და საკუთარი ციფრული პროდუქტის შექმნა.

💻 ფორმატი: პრაქტიკული ონლაინ ვორქშოფი

სპიკერი: ცირა ბარბაქაძე