суббота, 7 ноября 2026 г.

ჰიბრიდული კონფერენცია

2027 წლის 7 ნოემბერს,  ჩატარდა მასშტაბური საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური ღონისძიება — ჰიბრიდული კონფერენცია თემაზე: 

„კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში“, 

რომელსაც დავესწარი ონლაინ, Teams - ის პლატფორმის საშუალებით.

კონფერენციის ორგანიზატორები:  

  • საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გუნდი (Educators Technology), 
  • სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია
  • კავკასიის უნივერსიტეტი
🎙 კონფერენციის მთავარი სპიკერები და პანელური დისკუსიის მონაწილეები:

პროფესორი მაქსიმ იავიჩი (მთავარი სპიკერი) — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, SCSA-ს პრეზიდენტი და CU კიბერუსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

დოქტორი გიორგი ახალაია (მოდერატორი & სპიკერი) — CU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, 5G ქსელებისა და AI უსაფრთხოების მკვლევარი.

თეა მეფარიშვილი (მოდერატორი) — „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გუნდის“ დამფუძნებელი.

დავით იავიჩი (თანამოდერატორი & სპიკერი) — ახალგაზრდა მომხსენებელი, რომელიც მოდერაციას გაუწევს შეხვედრას და უპასუხებს თანატოლების შეკითხვებს.

დოქტორი ვლადიმერ სვანაძე (პანელისტი & სპიკერი) — SCSA-ს ვიცე-პრეზიდენტი, IDI-ს დამფუძნებელი და კიბერპოლიტიკის ექსპერტი.

სერგეი სიმონოვი (პანელისტი & სპიკერი) — SCSA-ს ტექნიკური დირექტორი, კრიპტოგრაფიისა და პოსტკვანტური ტექნოლოგიების მკვლევარი (OSCP, OSWE).

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

საავტორო საგანმანათლებლო პროექტის „CyberBridge 2026: AI & კიბერუსაფრთხოება“  პრეზენტაცია.

🎙კონფერენცია იყო ინტერაქტიული , რომელზეც დარგის წამყვანმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა, პედაგოგებმა და ტექნოლოგიურმა ლიდერებმა უპასუხენ შეკითხვებს Deepfake-ზე, ხმის კლონირებაზე, AI ეთიკასა და ციფრულ ჰიგიენაზე. 

ასევე ჩატარდა ინოვაციური კვანტური ლაბორატორიისა და პრეზენტაცია, რომელიც პირადად წარადგინა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ იავიჩმა.



დღის განრიგი

Комментариев нет:

Отправить комментарий