2025 წლის 15 ივლისს , იმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე:
Business x AI: რეალური ხედვები (Business x AI: Real Insights) , რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს ბიზნესისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ჭრილში.
🌍 გლობალური ხედვები, ქეისები და გამოცდილება, რომელიც მიღებულია ნიუ-იორკისა და ლონდონის AI სამიტებზე, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.
💡 ვებინარზე განხილულ იქნა:
- კონკრეტული Use Case-ები — Nvidia, IBM, JP Morgan და სხვა ლიდერების მაგალითებზე
- რა არის დღეს მთავარი ტრენდები ხელოვნურ ინტელექტში, საერთაშორისო ტენდენციები და სტრატეგიული მიმართულებები
- როგორ იყენებენ AI-ს გლობალური კომპანიები ოპერაციებში, პროდუქტებში და სტრატეგიებში
- რატომ არის AI არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ციფრული ტრანსფორმაციის ძრავა
📌შეხვედრაზე მუკა ალავიძემ გაგვიზიარა პირადი გამოცდილება, რომელიც მან მიიღო ლონდონისა და ამერიკის წამყვან AI სამიტებზე
🔎 მან ისაუბრა, რას ამბობენ გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე, როგორ ხედავენ მის განვითარებას და როგორ ნერგავენ ყოველდღიურ საქმიანობაში
🎙️ სპიკერი: მუკა ალავიძე
📌 პროექტების მენეჯერი — თიბისი ბანკი
📌 ლექტორი — თიბისი ბიზნეს აკადემია (Technology and Digital Transformation)
📌 ლექტორი — BTU (Technology Entrepreneurship)
Комментариев нет:
Отправить комментарий