вторник, 15 июля 2025 г.

ვებინარი: Business x AI: რეალური ხედვები

 

2025 წლის 15 ივლისს , იმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი თემაზე:
Business x AI: რეალური ხედვები (Business x AI: Real Insights) , რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს ბიზნესისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ჭრილში.

🌍 გლობალური ხედვები, ქეისები და გამოცდილება, რომელიც მიღებულია ნიუ-იორკისა და ლონდონის AI სამიტებზე, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.

💡 ვებინარზე განხილულ იქნა:
  • კონკრეტული Use Case-ები — Nvidia, IBM, JP Morgan და სხვა ლიდერების მაგალითებზე
  •  რა არის დღეს მთავარი ტრენდები ხელოვნურ ინტელექტში, საერთაშორისო ტენდენციები და სტრატეგიული მიმართულებები
  • როგორ იყენებენ AI-ს გლობალური კომპანიები ოპერაციებში, პროდუქტებში და სტრატეგიებში
  • რატომ არის AI არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ ციფრული ტრანსფორმაციის ძრავა
📌შეხვედრაზე მუკა ალავიძემ გაგვიზიარა პირადი გამოცდილება, რომელიც მან მიიღო ლონდონისა და ამერიკის წამყვან AI სამიტებზე
🔎 მან ისაუბრა, რას ამბობენ გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები AI-ზე, როგორ ხედავენ მის განვითარებას და როგორ ნერგავენ ყოველდღიურ საქმიანობაში

🎙️ სპიკერი: მუკა ალავიძე
📌 პროექტების მენეჯერი — თიბისი ბანკი
📌 ლექტორი — თიბისი ბიზნეს აკადემია (Technology and Digital Transformation)
📌 ლექტორი — BTU (Technology Entrepreneurship)



понедельник, 14 июля 2025 г.

ვებინარი: სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები

2025 წლის 14 ივლისს, თიმსის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარი, რომელსაც უძღვებოდა საერთაშორისო მსოფლიო დონის ტრენერი — Alastair Grant! 🎤

ალასტერი მასწავლებელთა გამოცდილი-საერთაშორისო  ტრენერია, რომელიც ხელმძღვანელობს Cambridge Delta დიპლომურ პროგრამებს International House-ის ქსელში, ასევე მუშაობს ბუენოს აირესის განათლების სამინისტროში და არის არაერთი ინოვაციური პროექტის ავტორი, მათ შორის Together for Ukraine.

🎯 ვებინარზე განხილულ იქნა თემები, როგორიცაა:
🔹 ინკლუზიური სწავლების სტრატეგიები
🔹 თანამედროვე საკლასო მენეჯმენტი
🔹 მოტივაციის ახალი გზები
🔹 კრიტიკული აზროვნების როლი სწავლების პროცესში
🔹 განათლების მეცნიერება — კრიტიკული ხედვით