воскресенье, 9 марта 2025 г.

ვებინარი ”.com-დან საქართველომდე – ქართული იდენტობის გაფართოება ქსელში”

2025 წლის 9 მარტს პლატფორმა Teams-ზე ჩატარდა ვებინარი თემაზე ”.com-დან საქართველომდე – ქართული იდენტობის გაფართოება ქსელში”

ქართული ანბანის ციფრული გამოღვიძება

ვებინარის ძირითადი თემები: 

• ICANN-ის როლი და ტოპ-დომენების მნიშვნელობა: როგორ ხდება გლობალური დომენების მართვა? 

• ქართული სკრიპტით დომენების შესაძლებლობები: რას შეცვლის ახალი რეგულაციები? 

• .საქართველო როგორც ციფრული იდენტობა: როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ბრენდინგისთვის, ბიზნესისთვის და კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად? 

• ტექნიკური და ენობრივი გამოწვევები: რას სჭირდება ყურადღება ქართული დომენების დანერგვის პროცესში?

სპიკერის შესახებ: ზაქარია ფურცხვანიძე არის ენათმეცნიერი, რომლის კვლევის მიმართულებები მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ ჰუმანიტარიას და კორპუსულ ლინგვისტიკას. ის მუშაობს ენობრივი მონაცემების დამუშავებაზე, ტექსტურ ანალიზზე და ენის ტექნოლოგიების განვითარებაზე. ზაქარია არის ფრანკფურტის ინსტიტუტის „Art of Language“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ენის სწავლების, ლინგვისტიკური კვლევებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ემსახურება. 

მოდერატორი: თეა მეფარიშვილი – ციფრული კომუნიკაციების ექსპერტი და ლინგვისტიკის სპეციალისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ენის ტექნოლოგიების განვითარებაზე საქართველოში. 

პრეზენტაცია



Комментариев нет:

Отправить комментарий