2026 წლის 19 სექტემბერს, meet.google პლატფორმაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ „ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი“ დაკავშირებით.
წელს პროექტი პირველად შედის სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი. სკოლებს საშუალება ეძლევათ, პირველ და მეორე სემესტრში, ასევე მომავალი წლიდან, ასწავლონ ეს საგანი ან ჰქონდეთ კლუბი, თუ საგნის ოფიციალურად არჩევა არ შეეძლებათ.
ამასთან ერთად, ასოციაციას აქვს მასწავლებლების გადამზადების რამდენიმე საინტერესო და სრულიად უფასო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი საგნის პედაგოგისთვის.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ყველაფერი ამ საგნის სწავლებასა და გადამზადების ტრენინგებთან დაკავშირებით.
🎙️ შეხვედრის სპიკერი:
გიგი გიორგაძე — ექსპერტი, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.



Комментариев нет:
Отправить комментарий