пятница, 20 декабря 2024 г.

კიბერჰიგიენის ტრენინგი

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებმა კიბერჰიგიენის ტრენინგი გაირეს. 

ტრენინგს უძღვებოდა კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი გურამ ჭანუყვაძე. მან შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აუცილებელი და საბაზისო მოთხოვნაა ყოველდღიურ სამუშაო გარემოში კიბერჰიგიენის დასაცავად.  

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აქტიურად თანამშრომლობს კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან, რათა დანერგილი და დაცული იქნას ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის შესაბამისად მოთხოვნილი სტანდარტები.



вторник, 3 декабря 2024 г.

მასტერკლასი: "მედიაწიგნიერება - ნავიგატორი სწორად ორიენტირებისათვის"

2024 წლის 30 ნოემბერს,  ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო "West Inn Georgia" - ში საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნულმა აკადემიამ GNAEB , ინკლუზიური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარდა მანანა ჯინჭარაძის მასტერკლასი თემაზე : "მედიაწიგნიერება - ნავიგატორი სწორად ორიენტირებისათვის" .





ენების ევროპული დღე - 2024

2024 წლის 2 დეკემბერს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტის - „ენების ევროპული დღე - 2024“  გამარჯვებული კადეტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. 

პროექტის ფარგლებში ლიცეუმში სხვადასხვა სახის კონკურსი ჩატარდა: „ვიქტორინა ევროპა“, „ერთი სიტყვა-ერთი დროშა“, „აღიქვი ჟღერადობა-გამოიცანი ენა“, “შექმენი კომიქსი“ და სხვადასხვა ენაზე შექმნილი ესეების კონკურსი თემაზე "ხელოვნური ინტელექტი (AI) და განათლება". 

დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ კარაოკე გაიმართა. კადეტებმა ევროპულ ენაზე შეასრულეს სიმღერები. 

ლიცეუმში ხუთი წელია პროექტი  მასწავლებელ ეკა მურუსიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება. წელს მასთან ერთად პროექტში ჩართული იყვნენ მასწავლებლები:  ქეთევან ფესტვენიძე, ნინო  გედენიძე , ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოენის კათედრები..

ენების ევროპული დღე 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, რომელსაც საქართველოში ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად.




четверг, 17 октября 2024 г.

გასვლითი გაკვეთილი

II სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის კადეტები გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდნენ ჟიული შარტავას სახლ-მუზეუმში. 

გაკვეთილის  ფარგლებში კადეტებმა დაათვალიერეს  საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალური მუზეუმი, გაეცნენ გმირის ცხოვრებას და მოღვაწეობას. პროექტის ფარგლებში კადეტებმა ასევე დაათვალიერეს სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 

გაკვეთილი სადამრიგებლო პროექტის-„საქართველოს ეროვნული გმირი-ჟიული შარტავა“ ფარგლებში მასწავლებელ ეკა მურუსიძის მიერ ჩატარდა. პროექტი სამი საგანის: დაწყებითი სამხედრო მომზადების, ისტორიისა და მუსიკის ინტეგრირებით განხორციელდა. 

პროექტის მიზანია კადეტებს განუვითარდეთ პრეზენტაციისა და თანამშრომლობის უნარები, გაუძლიერდეთ სამხედრო საქმისადმი სიყვარული და უკეთ გაეცნონ საქართველოს ეროვნული გმირების ცხოვრებას და მოღვაწეობას.


воскресенье, 29 сентября 2024 г.

საერთაშორისო კონფერენცია " Youth and Global Opportunities "

 საერთაშორისო კონფერენცია " Youth and Global Opportunities "

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და "Regional youth hub"-ის ორგანიზებით 29 სექტემბერს, ქუთაისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია -"ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები”.

🚀 კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდებს, როგორც ქვეყნის მთავარ ბირთვს და მდგრადი განვითარების გარანტს, ხელი შევუწყოთ როგორც პიროვნულ განვითარებასა და გაძლიერებაში, ასევე ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო მოქალაქეების ჩამოყალიბებაზე.

🗣 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღენ და სიტყვით გამოვიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ქართველი სპიკერები,ამერიკისა და კანადის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას გაუზიარენ თავიანთი გამოცდილება, ისაუბრენ ლიდერობის მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე გლობალურ სამყაროში.

✍️კონფერენციის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უნივერსიტეტები, საგანმანათლეობლო და ახალგაზრდული ორგანიზაციები.








четверг, 12 сентября 2024 г.

MIE Expert 2024-2025

 

Microsoft Innovative Educator Expert 2024-2025


Earners of this badge are educators who have been selected as Microsoft Innovative Educator (MIE) Experts for 2024-2025. They are self-driven educators who are passionate about teaching and learning. They inspire students with creative thinking, and work in a collaborative spirit to share their learning with the world. Resourceful and entrepreneurial, they relish the role of change agent, and work to achieve excellence in education using Microsoft technologies paired with innovative teaching.










Dear Eka Murusidze,  

Congratulations! 

We are thrilled to inform you that you have been selected as a Microsoft Innovative Educator (MIE) Expert for the 2024-2025 program year. Your dedication to transforming education through technology and your commitment to sharing best practices with your peers have earned you this prestigious recognition. As an MIE Expert, you join a community of 30,000+ educators selected by Microsoft. 

As an MIE Expert, you will have the opportunity to: 

Collaborate with a global network of passionate educators. 
Access exclusive professional development opportunities. 
Contribute to the development of innovative educational tools and resources. 
Showcase your expertise at Microsoft and partner events. 
We are excited to support you in your journey to inspire and empower learners around the world. Your innovative spirit and leadership have made a significant impact on the future of education. As an MIE Expert, you are not just a part of a community; you are a leader and a changemaker who is driving positive change in education. 
Once again, congratulations and welcome to the Microsoft Innovative Educator Expert community! 

Patrick O’Steen, Director, Learner Programs, Microsoft Philanthropies 
Keisha Jackson, MIE Expert & Showcase School Lead, Microsoft Philanthropies 
Kailee Parker, Program Manager, Microsoft Philanthropies 


четверг, 25 июля 2024 г.

მეთოდური შეხვედრა

2024 წლის 25 ივლისს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის ლიცეუმის კლუბში ლიცეუმის მენტორ მასწავლებელთა მიერ ჩატარდა მეთოდური შეხვედრა 

თემა: პედაგოგიური პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები

წარვადგინე თემა: ხელოვნური ინტელექტი და განათლება





воскресенье, 5 мая 2024 г.

საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული-2024 , 29 აპრილი

ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული-2024 დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.
დასკვნითი ღონისძიების პირველ ნაწილში კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: "ყურსასმენების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე". პრეზენტაცია შეიცავდა როგორც სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ ინფორმაციას, ასევე კადეტთა სპეციალური კვლევის შედეგებს. კადეტებს პრეზენტაციის მომზადებაში დახმარებას უწევდა მასწავლებელი მზია გურული.
ღონისძიების მეორე ნაწილი შეჯიბრს დაეთმო. შეჯიბრი II სასწავლო კურსის კადეტთა შორის გაიმართა საუკეთესო ბიოლოგი, საუკეთესო ქიმიკოსი და საუკეთესო ფიზიკოსი ჯგუფების გამოსავლენად. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ შეჯიბრი თანაბარი ანგარიშით დასრულდა.
წლის საუკეთესო ბიოლოგი კადეტის ტიტული მოიპოვეს: I სასწავლო კურსის კადეტმა ნიკოლოზ ჩაჩუამ და II სასწავლო კურსის კადეტმა ლუარსაბ ჯანგულაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კვირეული ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით განხორციელდა.

воскресенье, 28 апреля 2024 г.

საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული - 2024 , 24-25 აპრილი

ლიცეუმში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული გაიხსნა. 
ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები დაესწრნენ. 
კვირეულის პირველ დღეს ქიმიისა და ბიოლოგიის კლუბის კადეტებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. 
ღონისძიების პირველი ნაწილი ქიმიის კლუბის კადეტთა პრეზენტაციით დაიწყო. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე-„Agent Orange”. კადეტებმა განიხილეს ვიეტნამში გამოყენებული “Agent Orange”- ის შემადგენლობა და  მისი მავნე ზეგავლენის შედეგები. ქიმიის კლუბის კადეტებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ეკა მურუსიძე. 
მოგვიანებით ბიოლოგიის კლუბის კადეტებმა პროექტ- „ექიმი კადეტები“ ფარგლებში წარმოადგინეს პრეზენტაცია-„ფიქრები ჯანმრთელობაზე“. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა კადეტთა ცნობიერების ამაღლებას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ. ბიოლოგიის კლუბის კადეტებს ხელმძღვანელობდნენ: მასწავლებლები: დარეჯან კიკვაძე და ნესტან ბანცაძე. 
კვირეული მიზნად ისახავს კადეტთა ინტერესის გაზრდას საბუნებისმეტყველო საგნებისადმი, ასევე დაანახოს კადეტებს ამ საგნების მნიშვნელობა სამხედრო სფეროსათვის.


ლიცეუმში გრძელდება საბუნებისმეტყველო საგნების კვირეული. 
ამჯერად კვირეულის ფარგლებში ფიზიკის კლუბის კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დიდი აფეთქების თეორიისა და შავი ხვრელების შესახებ.  
პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და მეორე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. 
კადეტებს პრეზენტაციის მომზადებაში დახმარებას უწევდნენ ფიზიკის მასწავლებლები: თეა ქუთათელაძე და ნინო ახვლედიანი. 
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც კადეტებს ნათლად დაანახებს საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის პრაქტიკულ მნიშვნელობას.

გასვლითი გაკვეთილი - „ბუნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის“ I-4

I სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა წყალტუბოში. 
„ბუნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის“ - ამ სახელწოდებით დაგეგმილი გაკვეთილის ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს ბალნეოლოგიურ სპა ცენტრში. 
გაკვეთილი ორი საგნის: ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით შედგა. კადეტები გაეცნენ სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოშობის პირობებს, იმსჯელეს როგორც მღვიმის ჰაერის, ასევე წყალტუბოს მინერალური წყლების მნიშვნელობასა და გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. 
გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებლებმა: ნესტან ბანცაძემ, ეკა მურუსიძემ და დარეჯან კიკვაძემ.

გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთი ბუნებრივი საოცრება“ II-3

II სასწავლო კურსის III სასწავლო ჯგუფის კადეტები გასვლითი გაკვეთილის-„იმერეთი ბუნებრივი საოცრება“ ფარგლებში იმყოფებოდნენ თერჯოლაში. 
კადეტებმა დაათვალიერეს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი და ნავენახევის მღვიმე.  მათ შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ მწერლის ბიოგრაფიას და  ლიტერატურულ-კულტურულ ჭრილში დაენახათ სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი  ექსპონატები. 
კადეტებმა დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმიდან ნავენახევის მღვიმეში გადაინაცვლეს. მათ ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლების დახმარებით შეისწავლეს სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წარმოშობის პირობები და შემადგენლობა,  „COBRA4“-ის საშუალებით  გაზომეს მღვიმის ტენიანობა, ზღვის დონიდან სიმაღლე და წნევა. 
გაკვეთილი ჩაატარეს მასწავლებლებმა: ეკა მურუსიძემ, თეა ქუთათელაძემ და ია დანელიამ. 
არაფორმალურ გარემოში ჩატარებული გაკვეთილი  ახალისებს სასწავლო პროცესს, ზრდის კადეტთა მოტივაციას და ეხმარება მათ თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში.

გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთის ბუნებრივი საოცრება“ II-1

II სასწავლო კურსის I სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის გასვლითი გაკვეთილი -„იმერეთის ბუნებრივი საოცრება“ ჩატარდა. 
კადეტებმა დაათვალიერეს დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი და ნავენახევის მღვიმე. 
გაკვეთილი ჩატარდა მასწავლებლების: ეკა მურუსიძის, ნინო ახვლედიანისა და ელენე კოხრეიძის მიერ.

დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში  I ეტაპი გაიმართა. 
I ეტაპში მონაწილეობა მიიღო I სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. სამხედრო კომპონენტებისაგან შემდგარ შეჯიბრში კადეტები დიდი ენთუზიაზმითა და აზარტით ჩაერთნენ.
გამარჯვებული გახდა I სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის გუნდი  -„ძერა“ (დამრიგებელი ეკა მურუსიძე, ინსტრუქტორები: სერჟანტი ავთანდილი მჭედლიძე  და სერჟანტი ლაშა გიორგაძე). 
ფინალურ ტურში პირველობისთვის იბრძოლებენ სასწავლო კურსებიდან გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები. 
შეჯიბრს ხელმძღვანელობს დაწყებითი სამხედრო  მომზადების კურსის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პოლკოვნიკი გენადი ჯიბლაძე.

понедельник, 25 марта 2024 г.

მასტერ-კლასი

 მასტერ-კლასი

კრიტიკული აზროვნების 5 ძირითადი ნიშანი - სარგებელი განათლებისთვის

საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია GNAEB 

განათლების დარგის ტრენერი - მანანა ჯინჭარაძე



საქართველოს ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა-80

 კადეტთა კლუბში I სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის კადეტებმა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შესახებ ღონისძიება წარმოადგინეს.

ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ლიცეუმის დირექცია, სამხედრო მოსამსახურეები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.
პატრიოტული თემატიკის ღონისძიება დატვირთული იყო ინფორმაციული, მუსიკალური და თეატრალური ჩანართებით. კადეტებმა ნათლად წარმოაჩინეს ეროვნული გმირის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ბლოგი, სადაც ღონისძიების შესახებ დეტალურად არის განთავსებული ინფორმაცია. ღონისძიება ჩატარდა I სასწავლო კურსის IV სასწავლო ჯგუფის დამრიგებლის ეკა მურუსიძის, ამავე ჯგუფის ინსტრუქტორების: სერჟანტი ლაშა გიორგაძის, სერჟანტი ავთანდილ მჭედლიძის, ასევე მასწავლებლების: ია დანელიასა და ნინო გედენიძის ძალისხმევით.
პროექტი სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის პატრიოტული ღონისძიების მომზადებას, რომელიც უკეთ გააცნობს კადეტებს ჩვენი ქვეყნის გმირებსა და წარსულს.

ბლოგი : ჟიული შარტავა- 80